მეგრული და გურული ვაზის ჯიშებისგან დაყენებული ღვინოების დეგუსტაცია

ღვინოების

ჯიღაურაში მეგრული და გურული ვაზის ჯიშებისგან დაყენებული ღვინოების დეგუსტაცია გაიმართა.

სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მრავალწლოვანი კულტურების საცდელ სადემონსტრაციო ბაზაზე მეგრული და გურული ვაზის იშვიათი ჯიშებისგან დამზადებული ღვინოების დეგუსტაცია  გაიმართა.

ღონისძიებას ცენტრის მევენახეობა-მეღვინეობის კვლევის სამსახურის უფროსი, დავით ჩიჩუა უძღვებოდა.

სადეგუსტაციო შემადგენლობას ღვინის კლუბის წარმომადგენლები და მევენახეობა-მეღვინეობის სტუდენტები წარმოადგენდნენ.

სადეგუსტაციოდ წარმოდგენილი იყო მიკროვინიფიკაციის ბაზაზე დამზადებული 22 საკვლევი თეთრი და წითელი ნიმუში, რომლებიც, კომისიამ მათი ფერის, გემოვნური თვისებების და ქიმიური მახასიათებლების მიხედვით შეაფასა.

განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურეს ჯიშებმა: ჭვიტილური, კუნძა, ჯანი, კამური, პანეში, კოლოში.

აღსანიშნავია, რომ ვაზის იშვიათი ჯიშებისგან დამზადებული ღვინოების პოპულარიზაციასა და სამრეწველო ბაზარზე მათი დაბრუნების მიზნით, სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში მუდმივად მიმდინარეობს სამუშაო დეგუსტაციები.

თქვენი რეკლამა