გერმანელი ღვინის მაგისტრი საქართველოში

ღვინის

„ქართულ ღვინოებს შორის, განსაკუთრებული ინტერესია ქვევრის ღვინის მიმართ“ – გერმანელი ღვინის მაგისტრი.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი გერმანული მარკეტინგული კომპანიის „ff.k Public Relations” ორგანიზებით, საქართველოს  გერმანელი ღვინის მაგისტრი კონსტანტინ ბაუმი სტუმრობდა და ქართული ღვინის საწარმოებს კახეთში გაეცნო.

კონსტანტინ ბაუმი გერმანიაში ყველაზე ახალგაზრდა ღვინის მაგისტრი და მსოფლიოში  ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ღვინის Youtube არხის მფლობელია (120.000 გამომწერით და 6 მილიონზე მეტი ნახვით). მას საკუთარ ონლაინ მაღაზიაში წარმოდგენილი აქვს  პერსონალურად შერჩეული ღვინოები (baumselection.com).

ღვინის ეროვნული სააგენტოს და „ff.k Public Relations”კონტრაქტის ფარგლებში, დაგეგმილია შერჩეული ქართული ღვინოების გაყიდვაში ჩაშვება ონლაინ მაღაზიაში baumselection.com, ასევე, ქართული ღვინის შესახებ რამდენიმე 10-წუთიანი ვიდეოს შექმნა, რომლებიც ნოემბრის თვეში მის Youtube არხზე (https://www.youtube.com/@KonstantinBaumMasterofWine) განთავსდება.

„ძალიან მოხიბლული ვარ საქართველოთი, რადგან ამ ქვეყანას დიდხნიანი მეღვინეობის ისტორია აქვს და ასევე, სტილით, რომელიც ათასობით წლებია არსებობს. ახლა ყურადღება ექცევა ყველა ამ ღვინოს, თუმცა, უფრო დიდი ინტერესია ქვევრის ღვინის მიმართ, ასევე ადგილობრივი ყურძნის ჯიშების საფერავის, ქისის მიმართ. ჩემთვის საინტერესოა  პირადად აქ ჩამოსვლა. მოუთმენლად ველი საქართველოს, როგორც მეღვინეობის ქვეყნის, უკეთ გაცნობას და ჩემი შთაბეჭდილებების ჩემს აუდიტორიასთან გაზიარებას“ – აღნიშნა კონსტანტინ ბაუმმა.

გერმანია ევროპაში ყველაზე დიდი იმპორტიორი და  ღვინის მომხმარებელი ქვეყანაა, რომელიც გამოიკვეთა როგორც ქართული ღვინის ერთ-ერთი პოტენციურად მზარდი სტრატეგიული საექსპორტო ბაზარი.

ქართული ღვინის ბაზრების დივერსიფიკაციისა და ცნობადობის გაზრდის მიზნით, გერმანულ მარკეტინგულ კომპანიასთან „ff.k Public Relations” ღვინის ეროვნულმა სააგენტომ თანამშრომლობა  2021 წლიდან დაიწყო და მიმდინარე წელსაც აქტიური ღონისძიებებით  გრძელდება.

თქვენი რეკლამა