აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საყანე ფართობები მუშავდება

ფაროსანას

სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრი დასავლეთ საქართველოში მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს განაგრძობს.

თხილის მოსავლის აღების შემდეგ, ფაროსანა სიმინდზე ინაცვლებს. საყანე ფართობების მონიტორინგის შედეგად, იმ მასივებში, სადაც მავნებლის გადაჭარბებული კონცენტრაცია ფიქსირდება, სააგენტოს სპეციალიზებული ტექნიკა წამლობას ახორციელებს.

ამ დროისათვის დასავლეთ საქართველოში, იმერეთის, გურიის, სამეგრელოს, რაჭის რეგიონებსა და აჭარაში თერმული ნისლის ტექნოლოგიით უკვე დამუშავებულია 128 628.00 ჰა ფართობი, ცივი შესხურების მეთოდით – 40 068 ჰა ფართობი, განთავსებულია მონიტორინგის 98 081 სპეციალური სისტემა.

სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად განხორციელებული მავნებლის საწინააღმდეგო სისტემური ღონისძიებების შედეგად, წინა წლების მსგავსად, წელს სიმინდში ფაროსანას მიერ მიყენებული ზიანი მინიმუმამდე არის დაყვანილი და, როგორც ფერმერები აღნიშნავენ, თითქმის 0%-ია.

მავნებლის გამოზამთრების ფაზის მოახლოებასთან ერთად, სააგენტო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, საკუთარ საკარმიდამო ნაკვეთებში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ განათავსონ მექანიკური ხაფანგები, რათა მომავალი სეზონისთვის ფაროსანას რიცხოვნობა კიდევ უფრო შემცირდეს.

თქვენი რეკლამა