ევროპელი ბოსტნეულის მწარმოებლები მაროკოული პომიდვრის იმპორტის გაზრდას ეწინააღმდეგებიან.
გასულ კვირას, საფრანგეთის ბოსტნეულის ეროვნული ასოციაციის Légumes de France-ის მწარმოებლებმა მაროკოდან პომიდვრის იმპორტის გაზრდის შემდეგ სუპერმარკეტებში საპროტესტო აქციები მოაწყვეს.
აღინიშნება, რომ საფრანგეთში მაროკოს პომიდვრის იმპორტის მოცულობა 2022/23 წლებში წინა სეზონთან შედარებით 7,6%-ით გაიზარდა და 168 მლნ ევროს ღირებულების 424,7 მლნ ტონა შეადგინა (ზრდა 27,5%).
„მწარმოებლები აკრიტიკებენ მაროკოული პომიდვრის მზარდ კონკურენციას, რომლის მწარმობლებიც მათი თქმით, სარგებლობენ მაროკოში ტარიფების კონტროლის ნაკლებობით და დაბალი ხელფასებით და მოითხოვეს იმპორტის წარმოშობის უფრო მკაფიო მარკირება“, – ნათქვამია განცხადებაში.
ესპანეთის ახალი პროდუქტების ფედერაციამ Fepex-მა განაცხადა, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში ევროკავშირის პომიდვრის იმპორტის 42%-იანი ზრდამ გამოიწვია ევროკავშირის წარმოების ვარდნა და ხელი შეუწყო ფასების კრიზისს.