ინდოეთის მთლიანი დადგმულმა სიმძლავრემ 500 გვტ-ს გადააჭარბა. აქედან 51 პროცენტზე მეტი (256.09 გვტ) განახლებადი ენერგიის წყაროებზე (RES), ჰიდრო და ატომურ ენერგეტიკაზე მოდის.
ამის შესახებ, ენერგეტიკის სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით, ინდო-აზიურმა საინფორმაციო სამსახურმა (IANS) განაცხადა.
აღნიშნულია, რომ ქვეყნის ელექტროენერგიის დაახლოებით 49 პროცენტი (244.8 გვტ) წიაღისეული საწვავიდან იქნა გამომუშავებული. განახლებადი ენერგიის სექტორში მზის ელექტროსადგურები 127.33 გვტ-ით ლიდერობენ, ხოლო ქარის ენერგია 53.12 გვტ-ს შეადგენს.
საინფორმაციო სააგენტო იხსენებს, რომ მიმდინარე წლის 29 ივლისს ინდოეთმა, ყოველდღიური ენერგიის მოხმარებაში განახლებადი ენერგიის რეკორდულ წილს მიაღწია: მწვანე წყაროები საყოფაცხოვრებო ელექტროენერგიის მთლიანი მოთხოვნის 51.5 პროცენტს ფარავდა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ქვეყნის მიერ 2021 წლის გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციაზე წარდგენილი ხუთი კლიმატური ვალდებულებიდან ერთ-ერთის შესასრულებლად: დადგმული სიმძლავრის 50 პროცენტის არაწიაღისეული წყაროებიდან გენერირება. ინდოეთმა ეს დაგეგმილზე ხუთი წლით ადრე შეძლო.
ენერგეტიკის სამინისტრომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარება, ხელს უწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას მრეწველობაში, ინოვაციებსა და მომსახურებაში.

