ევროპაში ეგვიპტურ ფორთოხალზე მოთხოვნა იზრდება

ეგვიპტური, ფორთოხალი

ხმელთაშუა ზღვის აუზის მთავარი მწარმოებლებისთვის ნარინჯისფერი კამპანიის პირველი ნაწილი დასასრულს უახლოვდება.

ფრანგი ტრეიდერის თქმით, წელს დიდი ზომის ხილი ჭარბობს, ფორთოხლის გაყიდვები „ნაველინის (Navelines) ჯიშებიდან საგვიანო ლენე (Lane) და ნავე (Nave) ჯიშებამდე“ მთავრდება. გასულ თვეში დაიწყო საწვენო ჯიშის სალუციანას (Salutsiana) კამპანია, მარტის ბოლოს კი ოპერატორები გადადიან ვალენსიის (Valencia) ჯიშზე, იუწყება FreshPlaza.

„მოთხოვნა მაღალია და ფასები კარგია“, აღნიშნავს ტრეიდერი. – და ისინი, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაიზრდება უახლოეს კვირებში. ეს იმიტომ, რომ ესპანეთსა და იტალიაში წარმოების შემცირების მიუხედავად, ჩვენ გვჭირდება მიწოდების გარანტია და შეკვეთების შესრულება“.

ამ ვითარებით სარგებელი ნახა ეგვიპტემ. ეგვიპტე, როგორც წესი, საფრანგეთისა და ევროპის ბაზრებზე ნაკლებად არის წარმოდგენილი, მაგრამ წელს ადგილობრივი წარმოების ვარდნა აიძულებს სექტორს მიმართოს სხვა წყაროებს. მზარდი მოთხოვნის ფონზე ეგვიპტე იყენებს უპირატესობას და ზრდის ფასებს.

ბრაზილიამ ფორთოხლის წვენზე ფასის მატება გამოიწვია.

„ბრაზილია ყიდულობს ყველაფერს და ადგენს ფასებს“, – თქვა ბაზრის მონაწილემ პერპინიანიდან, საფრანგეთი. ბრაზილია მსოფლიოში ფორთოხლის წვენის უმსხვილესი მწარმოებელია, მაგრამ წელს, ამინდის გამო წარმოების მკვეთრმა ვარდნამ სექტორი აიძულა ალტერნატიული მარაგები მოეძებნა. როგორც წესი, ესპანეთში ბაღში ფორთოხალი 13 ევრო ცენტი (0,14 დოლარი) ღირს, დღეს კი მისი ფასი 44 ევრო ცენტამდეა ასული.

იხილეთ აგრეთვე: ფორთოხალი – დარგვა, ბაღის გაშენება, მოვლა

თქვენი რეკლამა