აგრარული პოლიტიკის სამინისტროს ოპერატიული მონაცემებით, 9 მაისის მდგომარეობით უკრაინაში საგაზაფხულო მარცვლეული და პარკოსანი კულტურები 4,32 მლნ ჰექტარზე დათესეს, ეს დაგეგმილი ფართობის 77%-ია (5,601 მლნ ჰა).
„გასული კვირის განმავლობაში მარცვლეულისა და პარკოსანი კულტურების ნათესი ფართობების ზრდამ 912,9 ათასი ჰექტარი შეადგინა. ამ პერიოდში ყველაზე მეტი ჩერნიგოვის რაიონის აგრარული მეურნეობებშია დათესილი (157,9 ათასი ჰა)“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
ნათესების თვალსაზრისით, თესვის დინამიკა ასეთია:
- ხორბალი – 244,9 ათასი ჰექტარი, ანუ გეგმის 99,5% (246,1 ათასი ჰექტარი);
- ქერი – 779,9 ათასი ჰექტარი, ანუ გეგმის 95,3% (818 ათასი ჰექტარი);
- ბარდა – 161,6 ათასი ჰექტარი, ანუ გეგმის 101,1% (159,9 ათასი ჰექტარი);
- შვრია – 165 ათასი ჰექტარი, ანუ გეგმის 101,4% (162,7 ათასი ჰა);
- სიმინდი – 2,838 მლნ ჰექტარი, ანუ გეგმის 72,6% (3,912 მლნ ჰექტარი);
- წიწიბურა – 14,5 ათასი ჰექტარი, ანუ გეგმის 11,6% (124,8 ათასი ჰა);
- ფეტვი – 28,5 ათასი ჰექტარი, ანუ გეგმის 33,4% (85,3 ათასი ჰექტარი).
რაც შეეხება მზესუმზირას უკრაინაში დათესეს 3,964 მლნ ჰექტარი, ანუ დაგეგმილის 75% (5,288 მლნ ჰექტარი), სოია – 1,201 მლნ ჰექტარი, ანუ დაგეგმილი 1,99 მლნ ჰექტარი 60,4%.
დასასრულს უახლოვდება შაქრის ჭარხლის თესვაც – დაითესა 250,1 ათასი ჰექტარი, ანუ გეგმის 97,5% (256,5 ათასი ჰექტარი).
წყარო: apk-inform