ეროვნული სატყეო სააგენტოს ავტოპარკი სრულად განახლდა

სატყეო

ეროვნულმა სატყეო სააგენტომ სპეციალური დანიშნულების ავტოპარკი სრულად განაახლა.

37 ერთეული „პიკაპის“ ტიპის მაღალი გამავლობის და 22 ერთეული  სპეციალური დანიშნულების ტექნიკა 9 რეგიონულ სატყეო სამსახურში გადანაწილდება.

სპეცტექნიკით  სააგენტო  უზრუნველყოფს ისეთი სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების ეფექტიანად განხორციელებას,  როგორიცაა ტყის-მოვლა აღდგენა, ხე-ტყის დამზადება, სატყეო გზების მოწყობა-რეაბილიტაცია და სახელწმიფო ტყის ტერიტორიების მონიტორინგი.

აღსანიშნავია, რომ ეროვნული სატყეო სააგენტოს მთავარი პრიორიტეტული მიმართულებებია ტყეების სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესება, ტყის ინვენტარიზაცია, მართვის გეგმების მომზადება და მრავალმიზნობრივი ტყითსარგებლობა, ასევე, თანაშრომელთა სოციალური გარანტიები და სამუშაო პირობების გაუმჯობესება.

ბოლო პერიოდში, ტყის მოვლისა და აღდგენის ღონისძიებების მასშტაბები მნიშვნელოვნად გაიზარდა, განვითარდა სატყეო ინფრასტრუქტურა საქმიანი ეზოებისა და სატყეო გზების სახით.

სატყეო სამსახურების ოფისების რეაბილიტაცია  თითქმის ყველა რეგიონში დასრულებულია, ხოლო  რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში სატყეო სამსახურის ახალი ოფისები აშენდა, რაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის  სატყეო სააგენტოს სერვისებით უკეთ  სარგებლობას უზრუნველყოფს.

თქვენი რეკლამა