ეგვიპტურ ყურძენზე ევროპაში მოთხოვნა სტაბილურად მაღალი რჩება

ეგვიპტე, ევროპა, ყურძენი

ევროპაში, ამ სეზონზე ეგვიპტური სუფრის ყურძნის მიმართ მაღალი მოთხოვნაა.

მარია დერმენჯიევა, ბულგარული ახალი პროდუქტების მიმწოდებელი Triland-ის აღმასრულებელი დირექტორი, ამ სიტუაციაზე კომენტარს აკეთებს: „ეგვიპტური ყურძნის მიმდინარე სეზონი რამდენიმე მიზეზის გამო ძალიან საინტერესოა. ევროპიდან მოთხოვნა ძლიერი და სტაბილურია. უკვე მეორე წელია, რაც სეზონის პირველი 5 კვირის განმავლობაში ევროპაში ფასები გაცილებით უკეთესია, ვიდრე აზიის ბაზრებზე. აფრიკის ზოგიერთი ბაზარი ასევე ძალიან საინტერესოა ეგვიპტური ყურძნის ექსპორტისთვის“.

როგორც FreshPlaza წერს, ბევრ ეგვიპტურ მეურნეობას უჭირს ევროპელი იმპორტიორების მიერ მოთხოვნილი ხარისხის მიღწევა.

„ყურძნის ხარისხი პრობლემაა. ბევრ მევენახეობას აქვს პრობლემური ხარისხი, რაც ართულებს ხარისხიანი ყურძნის პარტიების გონივრულ ფასებში ფორმირებას. ეს იწვევს ზოგიერთი ჯიშისთვის სეზონის ნაადრევ დასრულებას, რადგან ექსპორტისთვის განკუთვნილი ხარისხიანი პროდუქციის მოცულობა უბრალოდ ძალიან შეზღუდულია, მზა პარტიების გაყიდვები კი „შეუფერხებლად“ მიმდინარეობს. ეს ასევე საშუალებას აძლევს წრამატებულ მევენახეობებს, რომლებიც მაღალი ხარისხის ყურძენს აწარმოებენ, დაამტკიცონ, რომ შრომა საბოლოოდ ფასდება“, – აღნიშნავს დერმენჯიევა.

დერმენჯიევა განმარტავს, რომ მიმდინარე ლოჯისტიკური გამოწვევების გათვალისწინებით, განსაკუთრებით რთულია პროდუქციის აზიის ბაზრებზე შეფერხებების გარეშე მიწოდება: „როდესაც საქმე ლოჯისტიკას ეხება, შორეულ აღმოსავლეთში ექსპორტი რისკია. ჩვენ მხოლოდ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ჩვენს მთავარ ბაზრებზე, პირდაპირ გემებზე ვართ ორიენტირებულნი. პროდუქტის ხელმისაწვდომობის სწრაფი ცვლილებებისა და გემების გაუქმების ან შეფერხებების კომბინაცია უკიდურესად ართულებს ჩვენი ექსპორტის ორგანიზებას და დროულად მიწოდების უზრუნველყოფას.“

„კრიმსონის“ ყურძნის სეზონის დაწყებასთან დაკავშირებული ყველა ცვლილების მიუხედავად, ბულგარელი იმპორტიორი ვარაუდობს, რომ ყურძნის სეზონის ყველა ასპექტი გაუმჯობესდება და კომპანია სექტემბრის შუა რიცხვებამდე ყველა გადაზიდვის პროგრამის შესრულებას შეძლებს.

თქვენი რეკლამა