ჩინური DAYE ევროპაში პოზიციებს იმყარებს

Daye, ჩინეთი, ევროპა

ჩინურმა DAYE-მ AL-KO Gardentech შეიძინა, კომპანიების ინტეგრაცია უკვე დაწყებულია.

ჩინეთის წამყვანმა, მებაღეობის აღჭურვილობის მწარმოებელმა კომპანია Ningbo Daye Garden Machinery-მ, გერმანული AL-KO Gardentech-ის შეძენა დაასრულა. Agrar Technik-ის ცნობით, შეთანხმება DAYE-ს გლობალურ ბაზარზე გაფართოების სტრატეგიის ნაწილია.

„ეს შენაძენი აძლიერებს ჩვენს პოზიციას მებაღეობის აღჭურვილობის ინდუსტრიაში და საშუალებას გვაძლევს, ჩვენს მომხმარებლებს კიდევ უფრო ინოვაციური გადაწყვეტილებები შევთავაზოთ“, – განაცხადა DAYE Group-ის პრეზიდენტმა ჯეიმს იემ.

AL-KO Gardentech ცნობილია თავისი ხარისხიანი პროდუქციით და ფართო მომსახურების ქსელით, რომელიც შეავსებს DAYE-ს გლობალურ პორტფელს. კომპანიების ინტეგრაცია უკვე დაწყებულია, თუმცა AL-KO Gardentech ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს ფუნქციონირებას.

„ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ ვთანამშრომლობთ DAYE ჯგუფთან, კომპანიასთან, რომელიც იზიარებს ჩვენს ერთგულებას ინოვაციებისა და მაღალი სტანდარტების მიმართ“, – განაცხადა AL-KO Gardentech-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, პიტერ კალტენშტადლერმა. „ერთად ჩვენ შევქმნით ახალ შესაძლებლობებს და კიდევ უფრო მეტ ღირებულებას შევთავაზებთ მომხმარებლებსა და პარტნიორებს“.

თქვენი რეკლამა