ჩინელები ყაზახეთში ბოსტნეულის საშრობ კომპლექს აშენებენ

ჩინელები, ყაზახეთში, ბოსტნეულის

ჩინელი ინვესტორი ყაზახეთში, 30 მილიონი დოლარის ღირებულების ბოსტნეულის გადამამუშავებელ კომპლექსს ააშენებს.

ჩინური კომპანია Qingdao Wanlin Food Co ყაზახეთის რესპუბლიკის თურქესტანის რეგიონში ბოსტნეულის, კერძოდ ხახვისა და ნივრის საშრობ საწარმოო კომპლექსს ააშენებს. კომპანია ასევე გეგმავს ცხოველების საკვების წარმოებას.

ბოსტნეულის ბაზა განთავსდება თურქესტანის რეგიონის ინდუსტრიულ ზონაში. პროექტის ჯამური ღირებულება 30 მილიონი დოლარია. პროექტის პირველ ეტაპზე ბოსტნეულის საშრობი საწარმო 50 ათას ტონა პროდუქტს გამოიმუშავებს, წერს ElDala.kz.

კომპანია Wanlin Group, დაარსდა 1991 წელს. ის თანამშრომლობს ისეთ მსხვილ პარტნიორებთან, როგორებიცაა Nestle, Unilever, Kerry და სხვები.

თქვენი რეკლამა