აზერბაიჯანმა თხილის, ნუშის და სხვა საქონლის იმპორტზე გადასახადი დააწესა

აზერბაიჯანი, თხილის, ნუშის

აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტმა ცვლილებები შეიტანა „აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო ეკონომიკური აქტივობის სასაქონლო ნომენკლატურაში, იმპორტის საბაჟო გადასახდელების განაკვეთებსა და საექსპორტო საბაჟო გადასახადების განაკვეთებში“.

აზერბაიჯანში შეტანილი მთელ რიგი საქონელი 15%-იან საბაჟო გადასახადს დაექვემდებარება, ხოლო გარკვეული ბოსტნეულისა, ხილისა და მისგან დამზადებული სასმელების საბაჟო გადასახადისგან გათავისუფლება კიდევ 2 წლით გახანგრძლივდა.

მიღებული ცვლილებების მიხედვით, ნუში, ფინიკი, ხახვი, გარჩეული და ნაჭუჭიანი თხილი და რიგი არასასურსათო პროდუქცია, რომლებიც აზერბაიჯანში იმპორტირდება, დაექვემდებარება 15%-იან საბაჟო გადასახადს.

ქვეყანაში შემოტანილი: პომიდორი, კიტრი, სუფრის ყურძენი, ვაშლი სიდრის წარმოებისთვის, მსხალი, ფორთოხლის ახალი წვენი (ბრიქსით არაუმეტეს 20), ციტრუსის სხვა წვენები შაქრით ან მის გარეშე, უალკოჰოლო ხილის წვენები, ყურძნისა და ვაშლის წვენები, ბოსტნეულის და ხილის შემცველი სასმელები, ხილისა და ბოსტნეულის წვენებზე დაფუძნებული ენერგეტიკული სასმელები გათავისუფლებულია საბაჟო გადასახადისგან კიდევ 2 წლით.

შესაბამისად, ვადა, რომელიც 2023 წლის 31 დეკემბერს ამოიწურა, 2025 წლის 31 დეკემბრამდე გაგრძელდა.

თქვენი რეკლამა