ატმის სიხუჭუჭე (კარტლისი გირჩევთ)

ატმის, დაავადება, სიხუჭუჭე, კარტლისი, რჩევა

ყვავილობა ყველა კულტურაში უმნიშვნელოვანესი ეტაპია და მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მოსავლის ხარიხსა და რაოდენობას.

ამ სეზონზე კი ატამში სრული ყვავილობა გვაქვს, ეს ის ფაზაა, როდესაც პრობლემას მონილიოზი და კლასტეროსპოროზი გვიქმნის.

გავრცელებული ატმის დაავადება ფოთლის სიხუჭუჭეა, რომელიც გაზაფხულზე ჩნდება და ფოთლის ცვენასაც კი იწვევს ხშირად.

ატმის სიხუჭუჭე საქართველოში ყველგანაა გავრცელებული, იწვევს ფოთლების ყლორტების და ზოგჯერ ნაყოფების დაზიანებასაც.

დააკვირდით ფოთლის ფირფიტა ძარღვებს შორის დავადების გამო დიდება სქელდება და ხუჭუჭდება, დაავადებული ფოთოლი მოვარდისფერო და მოწითალოა, ძლიერი დაავადების დროს ფოთლები ცვივა და ხეები შიშვლდება.

დაავადება უარყოფით გავლენას ახდენს როგორც მიმდინარე ისე მომავალი წლის მოსავალზე, ფოთლის სიხუჭუჭის გამომწვევი სოკო ვითარდება დაავადებული ფოთლის ქვედა მხარეზე, სპორები ფოთლის ზედაპირზე გამოდიან და ფიფქისებრ ნაფენს ქმნიან დაავადებების წინააღმდეგ კარტლისი გთავაზობთ უნიკალურ პრეპარატებს, სასურველი შედეგის და მოსავლის მისაღებად.

ატმის, დაავადება, სიხუჭუჭე, კარტლისი, რჩევა

ბრძოლის ღონისძიებები:

→ აპრილის შუარიცხვებიდან ატამში ნაცარი იჩენს თავს, მაისის დასაწყიში საჭიროა დავადებული ფოთლების მოცილება და მათი განადგურება.
→ ადრე გაზაფხულზე კვირტების დაბერვისთანავე სპილენძიანი პრეპარატის შესხურება როგორიცაა კუპროქსატი.
→ ფობოსი- 600-700მლ 1ჰა-ზე (ნაცრის წინააღმდეგ);
→ ლანატი- 2-2,5ლ 1ჰა-ზე( ბუგრების წინააღმდეგ);
→ ათლეტი -300გ 1ჰა-ზე;
→ კოდადექსი- 50მლ 100ლ წყალზე (უნიკალური მიმწებებელი).

ატამს არ უყვარს ქარიანი ადგილები და უმჯობესია, დარგვის დროს ეს გავითვალისწინოთ.

სტატია მოგვაწოდა კომპანიამ „კარტლისი“

კარტლისის ფილიალები: http://www.cartlis.ge/contact-us

კარტლისის ატმის სქემა შიდა ქართლი: https://drive.google.com/file/d/1K4ygTQ7wUoEWhxWP5EvL37zIy_6n84hB/view

კარტლისის ატმის სქემა კახეთში: https://drive.google.com/file/d/19IhkgRcQKmNZB4YiyD0hTTsfUJLo-0eJ/view

*რედაქციას არ აქვს კავშირი, აგრომარკეტში გამოქვეყნებულ განცხადებებთან.
ისარგებლეთ მითითებული კონტაქტებით.

თქვენი რეკლამა