შაქრის წარმოქმნის ინოვაციური ბიოსტიმულატორი – შუგარ ტრანსფერი

შაქრის, დაგროვება

საქართველოში ფერმერებისთვის პრობლემას წარმოადგენს მცენარეებში შაქრის საკმარისი რაოდენობის  დაგროვება. ამ სირთულის აღმოსაფხვრელად კომპანია „აგრო ფორსი“ წარმოგიდგენთ ესპანური კომპანია „Arvensis“-ის მიერ თანამედროვე  ტექნოლოგიებით შექმნილ პროდუქტს – შუგარ ტრანსფერს.

შუგარ ტრანსფერი არის ძლიერი ბიოსტიმულატორი, რომელიც გავლენას ახდენს  ნაყოფში  შაქრის წარმოქმნის პროცესზე.  პროდუქტი  ხელს უწყობს მცენარეების ბუნებრივ მომწიფებას, შაქრის რაოდენობის გაზრდას და ააქტიურებს ფერმენტებს.

შუგარ ტრასნფერი არის ინოვაციური პროდუქტი საქართველოს  ბაზარზე, რომელსაც  ანალოგი არ აქვს. მისი გამოყენება შესაძლებელია თითქმის ყველა კულტურაზე –  ორგანულ მეურნეობებშიც კი.

შუგარ ტრანსფერის შემცველობაში შედის კომპანია „არვენსისის“ მიერ შემუშავებული  უნიკალური ორგანული მჟავებისა და მაგნიუმის სულფატის ეფექტური  კომბინაცია, რაც  მას მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ბიოსტიმულატორად აქცევს. ესპანეთსა და საფრანგეთში ფერმერების უმრავლესობა სწორედ შუგარ ტრანსფერს იყენებს შაქრიანობის(Brix) შემცველობის გასაზრდელად.

როგორ  ეხმარება  შუგარ ტრანსფერი  მცენარეს?

  • უზრუნველყოფს შაქრების გადაადგილებას ფოტოსინთეზის პროცესში;
  • ხელს უწყობს საკვები ნივთიერებების მობილიზებასა და გამოყენებას;
  • ზრდის მცენარის გამძლეობას სხვადასხვა გარემო სტრესის მიმართ. შედეგად არ ფერხდება შაქრის წარმოქმნის პროცესი.

შუგარ ტრანსფერის უპირატესობები :

  • ნაყოფში შაქრის შემცველობის ზრდა (ბრიქსის მომატება), უფრო კონკრეტულად კი – ყურძნის შაქრის შემცველობის 11%-მდე მატება, მარწყვის შაქრიანობის 16%-იანი ზრდა, ნესვი და პომიდორი +15 %, ვაშლი +8% და მანდარინი +14%
  • აუმჯობესებს ხარისხს, ფერს, ტექსტურას და ეხმარება ნაყოფს ფორმირებაში.
  • პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია ბიო წარმოებაში.

ბრიქსი

 

შუგარ ტრანსფერის მოქმედების მექანიზმი მცენარეში:

შუგარ ტრანსფერი შეიცავს მაგნიუმისა და სპეციფიკური ორგანული მჟავების კომბინაციას. მაგნიუმი არის ქლოროფილის მოლეკულის ცენტრალური კომპონენტი. ის ხელს უწყობს ქლოროფილის სინთეზს, რაც აუმჯობესებს ფოტოსინთეზის პროცესს და ზრდის ენერგიის წარმოებას მცენარეებში.

სპეციფიკური ორგანული ნივთიერებების გამოყენებით შუგარტრანსფერი ეხმარება მცენარეს სტრესის გადალახვაში, ფესვთა სისტემის განვითარებასა და საკვები ნივთიერებების უკეთ ათვისებაში.

შუგარ ტრანსფერი არის ეფექტური ბიოსტიმულატორი, რომელიც ზრდის მცენარეების ენერგიას, აუმჯობესებს ფოტოსინთეზს და სტრესის მიმართ რეზისტენტობას. მისი შემადგენლობა და მოქმედების მექანიზმი ხელს უწყობს მცენარეების ოპტიმალურ ზრდასა და განვითარებას.

სტატის ავტორი: კომპანია „აგრო ფორსის“ აგრონომი თამთა ჭეჟია.

დამატებითი ინფორმაციისთვის ესტუმრეთ „აგრო ფორსის“ ფეისბუქ გვერდს.

https://www.facebook.com/AgroForceGeorgia

თქვენი რეკლამა