რკინა ნიადაგში ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული მიკროელემენტია, თუმცა ფერმერებისთვის პრობლემას წარმოადგენს მისი ხელმისაწვდომობა მცენარეთათვის. მიუხედავად იმისა, რომ ნიადაგში დიდი რაოდენობითაა რკინის მინერალები, მისი ხსნადი ფორმები (Fe2+ და Fe3+ იონები) ნიადაგში მჟავე pH-ის პირობებში უფრო ხელმისაწვდომია. ნეიტრალურ და ტუტე pH-იან ნიადაგებში რკინა ხშირად ხდება უხსნადი და მცენარეებისთვის რთულად ხელმისაწვდომი.
პრობლემები რკინის დეფიციტის დროს:
- ძარღვთაშორისი ქლოროზი: რკინის დეფიციტი იწვევს ქლოროზს, რაც გამოიხატება ფოთლების ძარღვთაშორისების გათეთრებაში და მცენარის ზრდის შეფერხებაში. ქლოროზი განსაკუთრებით ჩანს ახალგაზრდა ფოთლებზე.
- მცენარეთა ზრდის შეფერხება: რკინა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ფოტოსინთეზში, სუნთქვასა და აზოტის ფიქსაციის პროცესებში, ამიტომ მისი დეფიციტი მცენარის ჯანმრთელობაზე დიდ გავლენას ახდენს.
როგორ შევამციროთ რკინის დეფიციტის რისკი?
- ხელატური კომპლექსები: რკინა დიდი და რთულად ათვისებადი ელემენტია, შესაბამისად მას ჭირდება სპეციალური კომპლექსი, რის მეშვეობითაც მცენარისთვის ხელმისაწვდომი იქნება. სწორედ ამისთვის გამოიყენებიან ხელატები. ხელატები წარმოადგენენ მოლეკულათა რთულ კომპლექსს, როლებიც უერთდებიან ელემენტებს და გადაყავთ ისინი მცენარისთვის ათვისებად ფორმაში.
- ხელატები და საკვები ელემენტების ბალანსი: მნიშვნელოვანია, რომ სხვა მიკროელემენტები, როგორიცაა თუთია (Zn) ან სპილენძი (Cu), იწვევენ რკინის ათვისების შეჩერებას. Zn-ს მაღალი დონე განსაკუთრებით აფერხებს რკინის ტრანსპორტს მცენარეში, რაც ზრდის დეფიციტის რისკს.
საქართველოს ბაზარზე გავრცელებული ხელატური ფორმები
- EDDHA. – ყველაზე გავრცელებული, იაფი და არასტაბილური ფორმა. კარგავს ეფექტურობას pH 6.5 ზე და მაღლა.
- DTPA – შედარებით სტაბილური ფორმა. ინარჩუნებს მოქმედებას pH 7.5 – მდე
- EDDHA – ყველაზე სტაბილური ფორმა. ინარჩუნებს აქტიურობას კალციუმის კარბონატიან ნიადაგებში, pH 4-10 ინტერვალშიც კი.
- EDDHSA – სტაბილური ფორმა. ინარჩუნებს აქტიურობას კალციუმის კარბონატიან ნიადაგებში, pH 4-9.5 ინტერვალშიც კი. გამოირჩევა სწრფი ათვისებითა და სწრაფი შედეგით.
საუკეთესო საშუალება Valagro-სგან
Valagro-ს Ferrilene Trium არის თანამედროვე გადაწყვეტილება რკინის დეფიციტის მართვისთვის. ეს პროდუქტი აერთიანებს სპეციალურად შემუშავებულ ხელატურ რკინის ფორმებს, EDHDHA და EDDHSA რაც უზრუნველყოფს სწრაფ ეფექტსა და უკეთეს ათვისებადობას მცენარეებისთვის ტუტე და ნეიტრალურ pH-იან ნიადაგებში. პრეპარატი შეიცავს მაგნიუმს, რათა ელემენტთა კონკურენციამ არ გამოიწვიოს მანგანუმის დეფიციტი, კალიუმს და ბიოაქტიურ ნივთიერებებს, რომლებიც კიდევ უფრო აძლიერებენ რკინისა და მანგანუმის ათვისების უნარს.
აგრო ფორსი ქართველ ფერმერებს აძლევს საშუალებას გამოიყენონ მსოფლიოში ცნობილი Syngenta Biologicals (Valagro)-ის ბიოპროდუქტები, როგორიცაა Ferrilene Trium, რომელიც ეფექტურად ეხმარება რკინის დეფიციტის მართვაში და მოსავლის ხარისხის გაუმჯობესებაში.
პროდუქტი ხელმისაწვდომია აგრო ფორსში.
დამატებითი ინფორმაციისთვის ესტუმრეთ „აგრო ფორსის“ ფეისბუქ გვერდს.