საქართველოში სიმინდის წარმოების ახალ, განვითარებულ ეტაპზე გადაყვანა, ცალსახად კომპანია კარტლისის და მისი პარტნიორი, ამერიკული კომპანია – „პიონერის“ დამსახურებაა!
ყველაფერი 2006 წელს დაიწყო, როდესაც „კარტლისმა“, (მაშინდელი „გარემო და ანალიტიკა“) პირველად შემოიტანა „პიონერის“ სიმინდის ჰიბრიდები საქართველოში და დაიწყო ამ მიმართულებით განვითარების კომპლექსური ღონისძიებების განხორციელება.
კარტლისის გუნდმა, პიონერის ხარისხიანი სათესლე მასალის პარალელურად, იზრუნა თანამედროვე ტექნიკის, ტექნოლოგიის და ცოდნის შემოტანაზეც და ასეთი კომპლექსური მიდგომით, ფერმერებთან მუდმივი, მჭიდრო თანამშრომლობით, 2006 წლიდან დღემდე, 100% -ზე მეტი მაჩვენებლით გაზარდა სიმინდის საშუალო, საჰექტრო მოსავლიანობა.
„პიონერი“ ამერიკული კომპანიაა და სიმინდის ჰიბრიდების წარმოებაში, მსოფლიოში პირველ ადგილზეა. კომპანიას ამ მიმართულებით გააჩნია უდიდესი ტრადიცია, სამეცნიერო და ტექნოლოგიური სიმძლავრეები. „პიონერის“ თითოეული ჰიბრიდი, გაყიდვაში ჩაშვებამდე, სელექციონერების მიერ მკაცრად განსაზღვრულ, ტექნოლოგიურ ეტაპებს და გამოცდებს გადის, რაც განაპირობებს ჰიბრიდების ძლიერ, ერთგვაროვან, სტაბილურ მახასიათებლებს.
მაინც რა არის ის მახასიათებლები, რაც პიონერის ჰიბრიდებს გამოარჩევს კონკურენტებისგან?
განვიხილოთ თითოეული:
- დაბალი ტემპერატურის მიმართ ძლიერი მდგრადობა!
ეს არის უპირატესობა, რომელიც ფერმერს აძლევს საშუალებას, განახორციელოს მაქსიმალურად საადრეო თესვა, რაც მომგებიანი ფაქტორია, როგორც აგრონომიული თვსლსაზრისით, ისე ბაზარზე საადრეო მიწოდების კუთხით…
ზოგადად, სიმინდის თესვის მეცნიერულად განსაზღვრული პერიოდი დაკავშირებულია ნიადაგის ტემპერატურასთან 10 სანტიმეტრის სიღრმეზე და ის 10 – 11 გრადუს ცელსიუსს შეადგენს. ეს არის ტემპერატურული ზღვარი, რის ქვემოთაც სიმინდის ჯიშების თუ ჰიბრიდების უმეტესობა არ იწყებს აღმოცენებას. პიონერის მრავალ ჰიბრიდს, ამ მხრივ 3 – 4 გრადუსიანი უპირატესობა აქვს და ფერმერები, ზოგიერთ რაიონში, მის თესვას 10 – 15 მარტიდან იწყებენ, ნაცვლად 5 – 10 აპრილისა.
ამ კუთხით გამორჩეული ჰიბრიდებია: P9074, P9241, P1028, P1570, P1547, P1096, PR32B10, P1477W.
- ქარის მიმართ ძლიერი მდგრადობა!
პიონერის ჰიბრიდების უმეტესობას განსაკუთრებულად ახასიათებს და ბოლო წლებში გახშირებული ძლიერი ქარების ფონზე, ეს უპირატესობა უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს. ქარის მიმართ მდგრადობას განაპირობებს რამდენიმე ფიზიოლოგიური და გენეტიკური ფაქტორი: ძლიერი, ღრმად განლაგებული ფესვი, ღეროს ბოჭკოების სიძლიერე და სისქე განსაკუთრებით ტაროს ქვედა ნაწილში, ტაროს მდებარეობა და დაბალანსებული სიმძიმის ცენტრი, ფოთლების განლაგება და ქარის გამტარობის უნარი.
- მექანიკური დაზიანებების მიმართ მაღალი გამძლეობა და სწრაფი აღდგენის უნარი.
მაგალითად, 2023 წელი გამორჩეული იყო ხშირი სეტყვებით და სწორედ ამ წელს განსაკუთრებით გამოჩნდა პიონერის სიმინდის ჰიბრიდების სიძლიერე. იყო შემთხვევები, როდესაც 2 ჯერ ძლიერად დაისეტყვა ნაკვეთები მცენარის განვითარების სხვადასხვა ფაზაში და მიუხედავად ამისა, 10 დან 14 ტონამდე საჰექტრო მოსავალი დაფიქსირდა.
ამ მხრივ გამორჩეულია – P9074, P1028, P1096, P1547, P1570, PR31G98, P0900, PR32B10.
- სოკოვანი დაავადებების მიმართ მაღალი გამძლეობა!
სიმინდის სოკოვანი დაავადებები, ერთერთი რთული გამოწვევაა ფერმერებისთვის, განსაკუთრებით ხშირი წვიმების პირობებში, ვინაიდან პათოგენს შეუძლია საკმაოდ მაღალი პროცენტით დააქვეითოს მოსავლის ხარისხი და ოდენობა. ჰელმინტოსპორიოზი, ფუზარიოზი, ანთრაქნოზი, გუდაფშუტა, ბაქტერიული ლაქიანობა… ეს დაავადებების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც მუდმივად პროგრესირებენ მცენარის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე.
პიონერის ჰიბრიდების უმეტესობა გამოირჩევა საშუალო და მაღალი მდგრადობით აღნიშნული დაავადებების მიმართ, რაც გამოკვეთილად ჩანს ბოლო წლებში მომატებული, სოკოვანი დაავადებების ფონზე.
განსაკუთრებული მდგრადობით გამოირჩევიან შემდეგი ჰიბრიდები: P1028, P1096, P1547, P1570, PR31G98, PR31Y43, P1241, P0900, P9074, P9241, PR32B10, P1477W.
- გამძლეობა ცხელი და მშრალი ამინდების მიმართ!
ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ პიონერის ჰიბრიდები, კონკურენტებთან შედარებით 10%- 15% -ით მეტად უძლებენ წყლის ნაკლებობას და ჰაერის მაღალ ტემპერატურებს.
მკაცრი გვალვის პირობებშიც კი შეუძლიათ სტრესის დაძლევა, ყვავილობის და შემდეგ ტაროს ფორმირების პროცესის გაგრძელება, თუმცა მაღალი მოსავლისთვის ფერმერს მართებს მაქსიმალურად შეუქმნას მცენარეებს ხელსაყრელი პირობები, ყველა პროცედურა ჩაატაროს ხარისხიანად და აგრონომიულ ვადებში. გვალვაგამძლეობის კიდევ უფრო მაღალი სტანდარტისთვის პიონერმა შექმნა ახალი „აქვამაქს ტექნოლოგია“ და შესაბამისად აქვამაქს ჰიბრიდების შესაძლებლობები
ამ კუთხით კიდევ უფრო მაღალია. აქვამაქს ჰიბრიდებია: P1241, P9241, P0217.
- პროდუქციის მაღალი საბაზრო და კვებითი ღირებულება
ამ მხრივ პიონერის ჰიბრიდები ცალსახად ლიდერია მსოფლიო ბაზარზე, მბზინვრე ყვითელი ფერი, მარცვლის სიმკვრივე და მაღალი წონა, კრისტალური სტრუქტურა, ცილის, ცხიმის, სახამებლის მაღალი შემცველობა ქვემოთ ჩამოთვლილი ჰიბრიდების განსაკუთრებული პრივილეგიაა: PR31G98, PR31Y43, P1028, P1096, P1570, P1547, P0900, P1241, P1921, PR32B10, P1477W.
- მოსავლიანობის ძალიან მაღალი პოტენციალი
ყველა ზემოთ ჩამოთვლილი თვისებების ერთობლიობა, ფერმერისთვის განაპირობებს მაღალი მოსავლის და შემოსავლის მიღების შესაძლებლობას კარგი აგროტექნიკის პირობებში, მეტ დაცულობას კლიმატური რისკებისგან და სტაბილურობას. ისევე, როგორც მსოფლიო მასშტაბით, საქართველოშიც პიონერმა თავისი კომპლექსური ძლიერი მხარეების წყალობით ცალსახად პირველი ადგილი დაიმკვიდრა.
PIONEER – ყოველთვის გამოირჩეოდა მოწინავე ტექნოლოგიებით და საუკეთესო შედეგით საქართველოს მიწებზე, ამისთვის აუცილებელია სათესელ მასალის სახეობის სწორად შერჩევა და იმ რეკომენდაციების გათავალისწინება რასაც სპეციალისტები ფერმერებს აძლევენ.
კარტლისში PIONEER-ის უმაღლესი ხარისხის სათესლე მასალის შეძენა უკვე შესაძლებელია, ამისთვის უნდა მიმართოთ ჩვენს ფილიალებს და მიიღებთ დეტალურ ინფორმაციას.
PIONEER – ყოველთვის უფრო მაღალი მოსავალი!
კარტლისი – გონივრული აგრობიზნესისთვის!
დაუკავშირდით: https://cartlis.ge/contact-us/
*სტატია მოგვაწოდა კომპანიამ „კარტლისი“, დამატებითი ინფორმაციითვის ისარგებლეთ მითითებული საკონტაქტო ინფორმაციით.