მეკვერცხული, ბროილერის და სოფლის ჭრელი წიწილის პრესტარტერი

დანიშნულება და მნიშვნელობა

ფრინველის გამოზრდაში ყველაზე კრიტიკულ პერიოდს წარმოადგენს წიწილობის პერიოდი, როდესაც წიწილი ეცნობა და ეგუება გამოსაზრდელ გარემოს, იწყებს საკვებისა და წყლის მოხმარებას, პირველ ნაბიჯებს დგამს ფიზიკური ჩამოყალიბებისა და ზრდა განვითარებისკენ, უყალიბდება იმუნიტეტი, უვითარდება სიცოცხლისთვის მნიშვნელოვანი ორგანოები.

ამ პერიოდში (პირველი 0-7 დღე) განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წიწილის საწყისი სწორი განვითარება და  ჯანმრთელობის მხარდაჭერა, რაზეც არის დამოკიდებული ფრინველის საბოლოო პროდუქტიულობა და სიცოცხლისუნარიანობა.

იმისათვის რომ ფრინველისგან მივიღოთ მაქსიმალური პროდუქტიულობა და  მაღალი ხარისხის საბოლოო პროდუქტი (კვერცხი, ხორცი) აუცილებელია სწორედ გამოზრდის ყველაზე კრიტიკულ – პრესტარტერულ -პერიოდში წიწილს მიეცეს საკვები გრანულირებული სახით.

გრანულირებული საკვების უპირატესობები წიწილებისთვის:

→ დაბალანსებული ულუფა – ყველაფერი ერთ გრანულში;

→ გრანულირების დროს ხდება საკვებში არსებული საზრდო ნივთიერებების ადვილად მონელებად ფორმაში გარდაქმნა (თერმულად დამუშავებული – ჟელატინიზირებული სახამებელი და მეტი მეტაბოლური ენერგია) რაც ზრდის საკვების ყუათიანობას და შეთვისებადობას.

→ ფრაქციის მიხედვით ნაკლები გამორჩევა და წიწილისთვის ადვილად ათვისებადი ფრაქცია (არც მყარი და არც რბილი);

→ წიწილის ჯანმრთელობისთვის მხარდამჭერი დანამატების – როგორებიც არის: ორგანული მჟავების კომპლექსი და ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავები თანაბარი გადანაწილება თითოულ გრანულში რაც განსაზღვრავს წიწილის მიერ მათ თანაბრად მიღებას;

→ მოფანტვის ან დაფანტვის შემთხვავაში უდანაკარგო გამოყენება  (თუ გრანულირებული საკვები დავარდება იატაკზე ან  ქვეშსაფენზე, წიწილი ამ შემთხვავაშიც შეძლებს მის პოვნას და საკვებად გამოყენაბას);

→ გრანულირება მაქსიმალურად უზრუნველყოფს საკვების  უვნებლობას.

ზემოთ აღნიშნული უპირატესობების გათვალისწინებით, თქვენ შეძლებთ ჯანმრთელი და განვითარებული წიწილის გამოზრდას რაც გაგიუმჯობესებთ მიღებულ საბოლოო შედეგებს!

ნუტრიმაქსი გთავაზობთ წიწილის პრესტარტერს „ჩიკივინ“-ს  რომელიც წარმოადგენს საქართველოში დამზადებულ 2-მმ ზომის გრანულირებულ საკვებს  წიწილებისთვის.

იგი  გამოიყენება წიწილების გამოსაკვებად სიცოცხლის პირველიდან – მეშვიდე დღის ჩათვლით, წიწილის პრესტარტერი Chickywin-ი  ხელს უწყობს საკვების ადვილად ათვისებას და ფრინველის მაქსიმალურ პროდუქტიულობას.

წიწილა, კვება, სოფლის

პრესტარტერის ძირითადი მახასიათებლები:

• Chickywin – პრესტარტერს ბროილერის წიწილა 7 დღის განმავლობაში მოიხმარს სულ რაღაც 160 გრამის ოდენობით და ხდება 170-გრ ცოცხალი წონა.

• Chickywin-ი დაბალანსებულია ყველა აუცილებელი ინგრედიენტით, რომელიც ხელს უწყობს წიწილის კუჭ-ნაწლავის სისტემის განვითარებას და იმუნური სისტემის გაძლიერებას, რაც წარმოადგენს საფუძველს წიწილის შემდგომი განვითარებისთვის;

• Chickywin-ი არის ადვილად მონელებადი ინგრედიენტების კომბინაცია, მინიმუმამდე დაყავს ნაწლავებში ანთებითი პროცესების წარმოქმნის შესაძლებლობა და შესაბამისად, იდეალურად უწყობს ხელს ნაწლავების სწორ ჩამოყალიბებას;

• Chickywin-ი შეიცავს სპეციალურ ინგრედიენტებს, როგორებიცაა აქტიური β-გლუკანები, ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები და ვიტამინ 25-ჰიდროქსიქოლაკალციფეროლი, რომლებიც მხარს უჭერენ წიწილის იმუნური სისტემის განვითარებას;

• Chickywin-ი არის 2-მმ ზომის გრანულირებული საკვები, რომელიც ძალიან უადვილებს წიწილას საკვებურიდან, ქაღალდიდან ან ნებისმიერი სხვა სისტემიდან საკვების აკენკვას.

• პრესტარტერით წიწილა უნდა გამოზარდოთ სპეციალური საფენი ქაღალდის მეშვეობით;

• პრესტარტერი წიწილა გამოკვებეთ მშრალი სახით, ყოველგვარი დანამატების გარეშე.

მნიშვნელოვანია, რომ წიწილას მუდმივად ჰქონდეს წვდომა სუფთა სასმელ წყალთან.

ნუტრიმაქსის მაღაზიათა ქსელი და გაყიდვების პუნქტები იხ. ბმულზე (დაკლიკეთ):  https://bit.ly/2CTrQbu

პროდუქციის შესაძენად ან დამატებითი ინფორმაციისთვის გადადით კომპანიის ვებ.გვერდზე (დაკლიკეთ): www.nutrimax.ge

*რედაქციას არ აქვს კავშირი, აგრომარკეტში გამოქვეყნებულ განცხადებებთან,
ისარგებლეთ მითითებული კონტაქტებით.

თქვენი რეკლამა