„აგრონომმა“ ფერმერთათვის ყველაზე ინფორმაციული პლატფორმა აამოქმედა

აგრონომი

„აგრონომმა“ ფერმერთა მხარდასაჭერად თანამედროვე პლატფორმა შექმნა! ბაზარზე არსებული მოთხოვნის გათვალისწინებით, კომპანიამ უახლესი ვებგვერდი, agronom.com.ge  აამოქმედა, რომელიც მსოფლიოში აპრობირებული პრეპარატების შესახებ დეტალურ ინფორმაციას გაწვდით, პროფესიონალ აგრო კონსულტანტებთან გაკავშირებთ და სხვადასხვა კულტურის დაცვის შესახებ დეტალური რეკომენდაციების მიღების საშუალებას იძლევა.

მცენარეთა დაცვის საშუალებების, ევროპული სათესლე მასალის , მინერალური სასუქებისა და სოფლის მეურნეობაში გამოსაყენებელი მცირე ტექნიკის ფართო ასორტიმენტით, „აგრონომი“, ადგილობრივ ბაზარზე, მოწინავე პოზიციას იკავებს. კომპანია საქართველოს თითქმის ყველა რეგიონშია წარმოდგენილი. 11+ მომსახურების ცენტრით, „აგრონომი“ ფერმერებს ევროპისა და აზიის კონტინენტიდან იმპორტირებული პროდუქციით ამარაგებს.

თითოეული პრეპარატის უპირატესობა ხანგრძლივი შემოწმებისა და მომხმარებელთა მრავალწლიანი გამოცდილების შედეგად დასტურდება. პლატფორმაზე წარმოდგენილია კულტურათა ფართო სპექტრის დაცვის სქემები, რომლის დახმარებით, მცენარეთა განვითარების თითოეულ სტადიაზე, საჭირო წამლობების ჩატარება შეგიძლიათ, რაც მოსავლიანობას ზრდის და პროდუქტის ხარისხს აუმჯობესებს.

აგრონომი

„აგრონომი“ მომხმარებლებს შორის განვითარებასა და ინოვაციებზე ორიენტირებული ფერმერები, მცირე დილერები და სოფლის მეურნეობის დარგში მოღვაწე მსხვილი მწარმოებლები არიან. ახალი ვებგვერდი დამწყებ და გამოცდილ ფერმერებს საქმიანობის ეფექტიანად წარმართვაში დაეხმარება.

ინფორმირებულობის ზრდა, შეცდომების დაშვებისგან გიცავთ, მცენარეთა დაავადებებისა და მავნებლებისგან მისაღები შესაძლო ზიანის პრევენციას ახდენს და ფერმერთათვის ხარისხიანი მოსავლის მიღებას ამარტივებს. ,,აგრონომის“ პროფესიონალთა გუნდის რეკომენდაციებითა და უმაღლესი ხარისხის სათესლე მასალით მოყვანილი პროდუქციის სარეალიზაციო ბაზარი ფართოვდება.

კომპანია ერთგულად ემსახურება მომხმარებლებს და მათ სანდო, ორგანიზებულ და სტრუქტურულად გამართულ მომსახურებას სთავაზობს. მცენარეთა დაცვის პრეპარატების, მოთხოვნადი სათესლე მასალის და დარგში არსებული სიახლეების შესახებ დეტალური ინფორმაცია, ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, agronom.com.ge -ზე ახლა უკვე ხელმისაწვდომია.

ეწვიეთ ვებგვერდს, მიიღეთ სრულყოფილი ინფორმაცია და გააკეთეთ არჩევანი მეტი წარმატების სასარგებლოდ.

უკეთესი მოსავალი „აგრონომიდან“ იწყება!

სტატია მოგვაწოდა კომპანიამ „აგრონომი“. ვებ გვერდი: agronom.com.ge

თქვენი რეკლამა