საქართველოდან 2021 წელს 250 მლნ აშშ დოლარის ღვინოა ექსპორტირებული

საქართველო, ღვინო, ექსპორტი

ქართული ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტის შედეგად მიღებულია 400 მლნ აშშ დოლარამდე შემოსავალი, რაც 18%-ით მეტია 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

2021 წელს საქართველოდან ექსპორტირებული 107 მილიონი ბოთლი ღვინით მიღებული შემოსავალი 250 მლნ აშშ დოლარს უტოლდება, რაც დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

2021 წელს, როგორც ექსპორტირებული ღვინის რაოდენობა, ისე ექსპორტით მიღებული შემოსავალი, 2020 წელთან შედარებით, 16%-ით არის გაზრდილი.

გარდა ღვინისა, 2021 წელს, საქართველოდან მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ექსპორტირებულია 42,2 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 30%-ით აღემატება 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

2021 წელს ექსპორტირებულია 1 მილიონი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა; ექსპორტის ზრდამ, 2020 წელთან შედარებით, 145% შეადგინა. 2021 წელს ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავალი 2,6 მლნ აშშ დოლარს აღწევს; ზრდამ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 126% შეადგინა.

ექსპორტის ზრდის დინამიკა შენარჩუნებულია სტრატეგიულ ბაზრებზე, სადაც ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის გაზრდის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტო მარკეტინგულ ღონისძიებებს ახორციელებს: პოლონეთი 34% (7003031), ჩინეთი 29% (5934937), აშშ 19% (1084278), გერმანია 28% (892348), ლატვია 19% (1900519), ლიეტუვა 45% (986740), იაპონია 12% (197638) და დიდი ბრიტანეთი 71% (736391).

ზრდა აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში: კანადა 76% (332182), შვედეთი 76% (136786), ჩეხეთი 227% (148002), ნორვეგია 1047% (108086), ისრაელი 50% (480007), ყაზახეთი 47% (4232446), აზერბაიჯანი 35% (246635), თურქეთი 260% (108570), უკრაინა 21% (12921321), რუსეთი 8% (62115759), მონღოლეთი 158% (484902), ბელარუსი 33% (4886393) და ა.შ.

2021 წლის მონაცემებით, განხორციელებული ექსპორტის საერთო რაოდენობაში რუსეთის ბაზარზე ექსპორტის წილმა 57% შეადგინა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია როგორც ემბარგომდე (როცა 87% რუსეთის ბაზარს ეკავა), ისე ემბარგოს გაუქმების შემდეგი წლების გათვალისწინებით.

აღსანიშნავია, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ქართული ღვინის ექსპორტმა ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველად გადააჭარბა 1 მილიონ ბოთლს.

საქართველოდან სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 441-მა კომპანიამ განახორციელა.

ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტის შედეგად მიღებულია 400 მლნ აშშ დოლარამდე შემოსავალი, რაც 18%-ით მეტია 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

კრედო ბანკი