იაპონიაში სიცხე ხილს და ბოსტნეულს მნიშვნელოვნად აზიანებს

იაპონია, ხილი, ბოსტნეული, გვალვა

იაპონიაში რეკორდულად მაღალი ტემპერატურა და ექსტრემალური შტორმები მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ხილის, ბოსტნეულის და კენკრის სექტორებს.

სიცხის იწვევს მზის დამწვრობას, ფერის პრობლემებს და არომატის დისბალანსს. ამ ფაქტორებით გამოწვეული მიწოდების არასტაბილურობა ზრდის საბაზრო ფასების რყევის რისკს.

ამის შესახებ ინფორმაციას Nippon.com ავრცელებს.

2023-2024 წლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით დაფიქსირდა მზის დამწვრობა პომიდორსა და ბადრიჯანზე, ცუდმა დამტვერვამ კი ხილის წარმოების შემცირება გამოიწვია. მარწყვის შემთხვევაში, კვირტების ფორმირების დროს მაღალმა ტემპერატურამ შეიძლება გამოიწვიოს მიწოდების შეფერხება, განსაკუთრებით შობის სეზონის წინ.

ფოთლოვანი და ძირხვენები უფრო სწრაფად მწიფდება ზამთარში და გაზაფხულზე, მაგრამ ზაფხულში წყვეტს ზრდას, როდესაც ტემპერატურა ძალიან მაღალი ხდება, რაც მოსავლიანობის შემცირებას იწვევს.

ფერისა და მზის დამწვრობის პრობლემები განსაკუთრებით შესამჩნევია ვაშლში, ყურძენსა და მანდარინში. კერძოდ, 2023 წელს შესწავლილი ვაშლის მოსავლის 30%-ს არადამაკმაყოფილებელი ფერი ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ მომატებული ტემპერატურა ზრდის შაქრის შემცველობას, ის ამცირებს მჟავიანობას, რაც არღვევს სასურველ არომატულ ბალანსს.

სხვა კულტურები, როგორიცაა ბრინჯი და სოია, ასევე განიცდიან ხარისხის გაუარესებას და მოსავლიანობის შემცირებას.

ზიანის მინიმიზაციის მიზნით, ფერმერები გარკვეულ ზომებს იღებენ. ვინაიდან ხეხილის ხეებს წლები სჭირდებათ გასაზრდელად, ამ სფეროში ცვლილებების განხორციელება რთულია. თუმცა, მწარმოებლები რისკების დივერსიფიკაციას ახდენენ სხვადასხვა ჯიშების მოყვანით და მოსავლის აღების ვადების კორექტირებით. მაგალითად, იმ რეგიონებში, სადაც მანდარინი მოჰყავდათ, ფერმერები გადადიან სუბტროპიკულ ჯიშებზე, რომლებიც უფრო თბილი კლიმატისთვისაა შესაფერისი.

სიცხესთან საბრძოლველად იხვეწება სათბურის სტრუქტურები და გაგრილების სისტემები. გრძელდება ისეთი ჯიშების განვითარება, რომლებიც მაღალ ტემპერატურას უძლებენ.

შაქარსა და მჟავიანობას შორის ბალანსის შენარჩუნება ყურძნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ამიტომ წარმოება უფრო გრილ, მაღალმთიან რეგიონებსა და ჰოკაიდოზე გადადის. აკიტას ზოგიერთმა ფერმერმა ატმის მოყვანა დაიწყო, რამაც რეგიონს იაპონიაში ყველაზე ჩრდილოეთით გვიანი მოსავლის მქონე ატმის ზონის სტატუსი მოუტანა.

თქვენი რეკლამა