ნებისმიერი ფერმერის მთავარი სურვილია, რომ ბარაქიანი და უხვი მოსავალი მაქსიმალურად მცირე დანახარჯებით მიიღოს, ამ მიზნის მისაღწევად კი მნიშვნელოვანია, რომ სათესლე მასალა არამხოლოდ მაღალმოსავლიანობით, არამედ გამძლეობითაც გამოირჩეოდეს გარემო პირობების შედეგად მიყენებული მექანიკური დაზიანებებისა და სტრესის მიმართ.
აგროკომპანია ბარაქა ექსკლუზიურად თანამშრომლობს ფრანგულ-ამერიკულ ბრენდ LG-ისთან, რომელმაც საქართველოს ბაზარზე სიმინდის ყვითელი, უხვმოსავლიანი და ხარისხიანი ჯიშის – LG 31.630-ის დამსახურებით გაითქვა სახელი. იმის ფონზე, რომ სიმინდის ეს ჰიბრიდული ჯიში ბარაქიანი მოსავლის მოსაყვანად საჭირო ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს, კერძოდ – გამოირჩევა უხმოსავლიანობითა და მაღალი მედეგობით, შემთხვევითი არაა, რომ ქართველი ფერმერების განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა.
რეალური ფაქტებითაც არაერთხელ დაამტკიცდა, რომ LG 31.630-ს უხვმოსავლიანი ჯიშის ტიტული დამსახურებულად მიენიჭა. ამასვე მოწმობს ის ფაქტიც, რომ 2021 წელს ლაგოდეხში, მარნეულში, საგარეჯოში, სუფსაში, გორსა და საქართველოს ყველა იმ რეგიონში, სადაც სიმინდის ეს ჰიბრიდული ჯიში დაითესა, მოსავლის უპრეცენდენტოდ მაღალი შემთხვევები დაფიქსირდა, კერძოდ, 17 ტონა საგარეჯოში და საშუალოდ 14-16 ყველა სხვა რეგიონში. რაც ასევე მნიშვნელოვანია, ფერმერებმა სრულიად ერთგვაროვანი მოსავალი მიიღეს და მარცვლებს შორის ცდომილება მხოლოდ 20-30 გრამი დაფიქსირდა. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ბარაქას წარმომადგენლები აქტიურად იყვნენ ჩართულები LG 31.630-ის ნათესების მოვლისა და მონიტორინგის მთელ პროცესში და ფერმერებს არამხოლოდ სათესლე მასალებით ამარაგებდნენ, არამედ საჭირო კონსულტაციებსაც უწევდნენ და აწვდიდნენ ყველა საჭირო სასუქსა, თუ აგროქიმიკატს.
აღნიშვნას იმსახურებს ის ფაქტიც, რომ ყვითელი სიმინდის ჯიშის – LG 31.630-ს სასიკეთო თვისებები მხოლოდ მაღალმოსავლიანობითა და მექანიკური დაზიანებების მიმართ გამძლეობით არ შემოიფარგლება, ეს უკანასკნელი ასევე გამოირჩევა ძლიერი, ჯანსაღი და კარგად განვითარებული ფესვთა სისტემითაც; მიიჩნევა სასილოსედ იდეალურ ჯიშად; მედეგია ჩაწოლისა და სოკოვანი დაავადებების მიმართ; ხასიათდება მცენარის კბილისებურ მარცვალში ცილისა და სახამებლის მაღალი შემცველობით და რაც ასევე მნიშვნელოვანია, აქვს 22 ტონამდე მოსავლის მიღების პოტენციალი და ამ კუთხით, სიმინდის სხვა ჯიშებთან შედარებით საკმაოდ დიდ სხვაობას იძლევა. შესაბამისად, შემთხვევითი არაა, რომ ყველა იმ ფერმერმა, რომელმაც ერთხელ მაინც გამოსცადა LG 31.630-ს შესაძლებლობები და საკუთარი თვალით იხილა უხვი მოსავალი, სიმინდის სხვა ჯიშების დათესვის სურვილიც კი აღარ გასჩენია.
შეიძლება ითქვას, რომ სიმინდის ჯიშმა – LG 31.630-მა, ფაქტობრივად, ახალი სიტყვა თქვა აგროსფეროში და ფერმერებისთვის მოსავლის მოყვანა კიდევ უფრო უკეთეს გამოცდილებად აქცია, ხოლო იქიდან გამომდინარე, რომ კომპანია ბარაქას მთავარი მიზანია განვითარების სრულიად ახალ საფეხურზე აიყვანოს აგრარული სექტორი, იგი მზადაა, რომ მიღებული ცოდნა და გამოცდილებები ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადოს და ამით ხელი შეუწყოს მთელ საქართველოში ბარაქიანი მოსავლის მიღების პროცესს.
ინფორმაცია მოგვაწოდა კომპანიამ „ბარაქა“.
აქვე, გაეცანით სიმინდის დაცვის სქემას ვებგვერდზე: www.baraka.ge
*რედაქციას არ აქვს კავშირი, აგრომარკეტში გამოქვეყნებულ განცხადებებთან. დამატებითი ინფორმაციისთვის ისარგებლეთ მითითებული საკონტაქტო ბმულით.