თურქეთი, 2025 წელს, სოფლის მეურნეობის წარმოების მნიშვნელოვან შემცირებას ელის. ინფორმაცია თურქეთის სტატისტიკის ინსტიტუტის (TÜİK) პროგნოზის თანახმად ვრცელდება, იტყობინება Hurriyet Daily News.
მარცვლეულისა და სხვა საველე კულტურების მთლიანი წარმოება, საქონლის საკვების გარდა, 2024 წელთან შედარებით 10.4%-ით შემცირდება.
ყველაზე მკვეთრი კლება ხილისა და სანელებლების წარმოებაშია პროგნოზირებული, რომელიც 30%-ზე მეტით შემცირდება. მცირედ, მაგრამ მაინც კლებაა ბოსტნეულის წარმოებაში 0.8%.
მარცვლეულისა და სხვა საველე კულტურების მოსავალი, სავარაუდოდ, 67.1 მილიონი ტონაა, ბოსტნეულის – 33.3 მილიონი ტონა, ხოლო ხილის – 19.8 მილიონი ტონა.
მხოლოდ მარცვლეულის წარმოება 12.4%-ით შემცირდება და 34.2 მილიონ ტონას მიაღწევს. ხორბლის მოსავლის პროგნოზით, ის თითქმის 14%-ით შემცირდება და 17.9 მილიონ ტონას იქნება.
კარტოფილის მოსავლის პროგნოზით, ის 13%-ით, 6 მილიონ ტონამდე შემცირდება. მზესუმზირისა და სოიოს წარმოება 17%-ზე მეტით შემცირდება.
ვაშლის წარმოების პროგნოზით, ის განახევრდება, ატმისა და ნექტარინის წარმოება 40%-ზე მეტით, ხოლო ალუბლის – 70%-ზე მეტით.
თხილის, ნიგვზისა და ფისტას მოსავლის პროგნოზით, ის ერთი მესამედით შემცირდება.
ზეითუნის ზეთისხილის წარმოების პროგნოზით, ის 34.7%-ით შემცირდება.

