„ჰიდროვეის“ მიერ, საქართველოს მასშტაბით, ჩატარებული კვლევებიდან გამოვლინდა, რომ ბაღებში არსებული სარწყავი სისტემების უმეტესობა ვერ უზრუნველყოფენ მცენარის წყალმოთხოვნილებას მისი ზრდა-განვითარების მიხედვით, ან დროთა განმავლობაში სისტემა და მისი ნაწილები განიცდის ცვეთას და ვერ მუშაობენ ეფექტურად. სწორედ ამიტომ, ჩვენ გთავაზობთ წვეთოვანი სარწყავი სისტემების რეინჟინერიის სერვისს, რომელიც გეხმარებათ თქვენი სისტემის ოპტიმიზაციაში და მათი გამოყენების ეფექტურობის გაზრდაში.
„ჰიდროვეის“ გუნდმა შეიმუშავა სერვისი, არსებული სარწყავი სისტემის რეპროექტირება/რეინჟინერია. რის მიხედვითაც „ჰიდროვეის“ ექსპერტთა გუნდი ჩაატარებს თქვენი სარწყავი სისტემის საფუძვლიან შესწავლას, რათა გამოავლინონ ის პრობლემური ხარვეზები რომლებიც აფერხებენ მცენარისათვის საჭირო წყლის რაოდენობის მიწოდებას და საჭიროებენ რეინჟინერიას. მხოლოდ შესწავლის შემდეგ მიიღებთ რეკომენდაციებს თქვენი სარწყავი სისტემის მუშაობის შესახებ. რეკომენდაციები შედგენილი იქნება თქვენს კულტურასა და ნიადაგურ-კლიმატურ პირობებზე დაყრდნობით. „ჰიდროვეის“ გუნდი ითვალისწინებს ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა მცენარის წყალმოთხოვნილების ეტაპები, ნიადაგის ტენიანობა და ტემპერატურა, რათა განისაზღვროს თქვენი სისტემის გამოყენებით ოპტიმალური მორწყვის ციკლი და ხანგრძლივობა.
„ჰიდროვეი“ იყენებს მაღალი ხარისხის მასალებს და უახლეს ტექნოლოგიებს თქვენი სარწყავი სისტემის რეპროექტირებისათვის, იმის უზრუნველსაყოფად, რომ ის იყოს ეფექტური, საიმედო და მორგებული თქვენს კონკრეტულ კულტურასა და აგრო-კლიმატურ პირობებზე. „ჰიდროვეის“ გუნდი ასევე მოგცემთ მითითებებს თქვენი რეიპროექტირებული სისტემის სათანადო მოვლა-პატრონობაზე, რაც დაგეხმარებათ მისი ექსპლუატაციის გახანგრძლივებაში და შესაძლო პრობლემების მინიმუმამდე შემცირებაში.
თქვენი სარწყავი სისტემის რეინჟინერიამ განაპირობებს წყლის ეფექტურობის გაუმჯობესებას, მოსავლის რაოდენობისა და ხარისხის გაზრდას. ჩვენს გუნდს აქვს მრავალწლიანი გამოცდილება სარწყავი სისტემების პროექტირება/რეპროექტირებას და მზად ვართ მოგაწოდოთ უმაღლესი ხარისხის მასალები და მომსახურება. .
შეავსეთ განაცხადი დღეს ლინკზე: https://hydroway.ge/edesign-reengineering/, რათა გაიგოთ მეტი იმის შესახებ, თუ როგორ დაგეხმარებათ სარწყავი სისტემების რეინჟინერიის სერვისი თქვენი სასოფლო-სამეურნეო ოპერაციების ოპტიმიზაციაში და თქვენი ინვესტიციიდან საუკეთესო შესაძლო შედეგების მიღწევაში.
გაიარეთ პირველადი კონსულტაცია სატელეფონო ზარის საშუალებით 544444041 | Hydroway.ge
სტატია მოგვაწოდა კომპანიამ „ჰიდროვეი“.
*რედაქციას არ აქვს კავშირი, აგრომარკეტში გამოქვეყნებულ სტატიებთან. დამატებითი კითხვებისთვის ისარგებლეთ მითითებული საკონტაქტო ინფორმაციით.