თუ თქვენს ბაღში აღმოაჩენთ სოკოვან ან ვირუსულ დაავადებებს: ჭრაქი, სიწითლე, ქეცი, ფოთლის სიხუჭუჭე, ანთრაქნოზი, ფიტოფტოროზი, პერენოსპოროზი გამოიყენეთ სპილენძის შემცველი პრეპარატები.
სოკოვანი და ვირუსული დაავადებების წინააღმდეგ განსაკუთრებით ეფექტური პრეპარატია კუპროქსატი, რომლის მოქმედება მიმართულია დაავადების გამომწვევი სპორის გაღვივების წინააღმდეგ, ამიტომაც იგი ხელს უშლის პათოგენის განვითარებას საწყის სტადიაზევე. პრეპარატის უნიკალური ფორმულაცია უზრუნველყოფს მის თანაბარ განაწილებას მცენარის ზედაპირზე და მედეგობას წვიმის ჩამორეცხვისადმი.
კუპროქსატის მოხმარების ნორმები და ვადები შეარჩიეთ კლიმატური პირობების, დაავადებებისა და კულტურის გათვალისწინებით.
ნორმების სანახავად გადადით ბმულზე, რჩევისთვის მიმართეთ Traktor.ge-ს.
გთავაზობთ გავრცელებული სოკოვანი და ვირუსული დაავადებების სიმპტომებს:
ჭრაქის სიმპტომები – ფოთოლზე მცირე ზომის, ძნელად შესამჩნევი მომწვანო-მოყვითალო ლაქები, რომელიც დროთა განმავლობაში გადაიქცევა არასწორი ფორმის, ღია ყვითელ, ან მომწვანო-მოყვითალო ფერის ლაქად, დიამეტრი – 6-8 მმ. ფოთლის ქვემოთ ჩნდება ბამბის მაგვარი ნადები (მიცელიუმი). ფოთოლი ხდება ყავისფერი და მტვრევადი. დაზიანება ჩნდება ყვავილზეც და ნაყოფზეც. მარცვალი ხდება ყავისფერი და იფარება თეთრი ნადებით. ყლორტზე ჩნდება მბზინავი, ჩაღრმავებული ადგილი და ჩნდება ჭრაქის ნადები.
ქეცის სიმპტომები – ფოთოლზე ჩნდება მოყავისფრო-მომწვანო ლაქების სახე ბუნდოვანი არშიით. ფოთლის ზრდასთან ერთად იზრდება ლაქები, ერთიანდება, სქელდება და ფოთოლი დეფორმირდება. მძიმედ დაზიანებული ფოთოლი ხუჭუჭდება, ხმება და ცვივა. შემოდგომით დაზიანება შეიძლება იყოს მოთეთრო ფერის. ახალგაზრდა ნაყოფს ფოთლის მსგავსი დაზიანება აქვს, ზრდასთან ერთად ხდება ყავისფერი და კორძოვანი. კანს და რბილობს უჩნდება ნაპრალები და დეფორმირდება.
ფოთლის სიხუჭუჭის სიმპტომები – ფოთლის ძარღვები სქელდება შემდეგ უფერულდება და გამჭირვალე ხდება. დავადების განვითარებასთან ერთად ძარღვები იფერება და სიგრძეზე უჩნდება სხვადასხვა ზომის ყავისფერი ნეკროზული ხაზები, საიდანაც შემდგომ წებოვანი ნივთიერებების დენა იწყება. ფოთლები იხვევა, დეფორმირდება და ხუჭუჭდება. ეს უმეტესად ქვედა იარუსის ფოთლების ზედაპირზე შეინიშნება. დაინფიცირებული ფოთლები ასევე შესაძლოა გათხელდეს და გახდეს მტვრევადი. ფოთლის ყუნწი მოკლდება და შიგნით იზნიქება.
ანთრაქნოზის სიმპტომები – მომრგვალო ფორმის ღია ყავისფერ-მოწითალო ლაქები ფოთოლზე, ყუნწსა და ნაყოფზე. ღეროებსა და ნაყოფის ყუნწებზე არსებული ლაქები არის მცირე სიღრმის, მოგრძო და მუქი ფერის. თუ დაინფიცირებულია ღეროს ფუძე, ლაქები შესაძლოა გარს შემოერტყას მას, შემდეგ კი მთელს მცენარეს. ნაყოფზე ჩნდება მრგვალი, ჩაზნექილი და წყლით გაჟღენთილი ლაქები. ნაყოფზე ლაქები ჩვეულერივ ჩნდება მაშინ, როდესაც ის იწყებს დამწიფებას (ზრდის დასრულებას). დროთა განმავლობაში ლაქების რაოდენობა და ზომები იზრდება, ისინი ერწყმიან ერთმანეთს და იკავებენ ნაყოფის ზედაპირის დიდი ნაწილს, შესაძლებელია ზედაპირი მთლიანად დაიფაროს.
ფიტოფტოროზის სიმპტომები – ფოთლის ნაპირებზე ღია მწვანე წყლიანი ლაქები, ირგვლივ ღია ყვითელი გარსით, რომელიც საკმაოდ სწრაფად იზრდება, შემდგომ კი იღებს მუქ ყავისფერ-მოშავო შეფერილობას. დაავადების სწრაფი და მასშტაბური გავრცელება ძირითადად ხდება ხანგრძლივი მაღალი ტენის პირობებში. ამ დროს დაზიანებული ფოთლების ქვედა მხარეს წარმოიქმნება თეთრი ნადები და ნაყოფი მასიურად იწყებს ლპობას.
ტრაქტორი გირჩევთ!
- დაიცავით სხვლის ნორმები;
- გასხვლამდე გაასუფთავეთ სასოფლო-სამეუნეო იარაღები;
- გამოიყენეთ სერტიფიცირებული სათესი და სარგავი მასალა;
- ებრძოლეთ სარეველებს მექანიკური და ქიმიური გზით;
- აკონტროლეთ ნიადაგის ტენიანობა;
- შეწამლეთ მცენარე დაავადების პირველი ნიშნების გამოჩენისთანავე;
- მოაცილეთ მცენარეს დაავადებული ნაწილები და გაანადგურეთ;
- დაიცავით კულტურათა მონაცვლეობა;
კუპროსატის შესაძენად ან დამატებითი კითხვებისთვის შეგიძლიათ მიმართოთ:
support@traktor.ge (პასუხები ონლაინ რეჟიმში).
https://www.facebook.com/traktorapp/
*რედაქციას არ აქვს კავშირი, აგრომარკეტში გამოქვეყნებულ განცხადებებთან.
ისარგებლეთ მითითებული კონტაქტებით.