კოოპერატივების განვითარების სააგენტოში მეფუტკრეებს შეხვდნენ

მეფუტკრე

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე მეფუტკრეობის ასოციაციებისა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე განიხილეს მეფუტკრეობაში მთაბარობის საკითხები და ამ მიმართულებით კოოპერატივებისათვის ხელშეწყობის ღონისძიებები.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯომარის გიორგი მიშელაძის განცხადებით, მიმდინარე წელსაც გაგრძელდება მეფუტკრეობის კოოპერატივების მხარდაჭერა, რაც მატერილურ-ტექნიკური ბაზის გაახლებისათვის სპეციალური პროგრამის განხორციელებას გულისხმობს.

მან ასევე ხაზი გაუსვა სახელმწიფო პროგრამების დაგეგმვის პროცესში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წარმომადგენლებისა და დარგობრივი სპეციალიეტების ჩართულობის მნიშვნელობას.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 203 კოოპერატივს მიღებული აქვს – 18,433 სკა. 51 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს – 55000 ლიტრის მოცულობის თაფლის შესანახი ჭურჭელი, 48 კოოპერატივს -48 ერთეული თაფლის საწური ციბრუტი, ხოლო 22 კოოპერატივს – 22 ერთეული ფიჭის ასათლელი დანა.

მიმდინარე წელს ასევე დაგეგმილია გორში თაფლის გადამამუშავებელი კოოპერაციული საწარმოს მშენელობა, რომელიც ბენეფიციარ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს საკუთრებაში 30%-იანი თანადაფინანსებით გადაეცემა.

შეხვედრას თავმჯდომარის მოადგილე კონსტანტინე ხუცაიძე, მიზნობრივი პროგრამების სამსახურის უფროსი დავით მამუკელაშვილი და თავმჯდომარის მრჩეველი ელეონორა ლომინეიშვილი ესწრებოდნენ.

თქვენი რეკლამა