ორგანული ჟოლოს ტყლაპი – უკრაინელი მწარმოებლის წარმატებული იდეა

ორგანული, ჟოლოს, ტყლაპი

უკრაინაში, პოლტავას რეგიონში,  ფერმერმა ალექსანდრ კუზუბმა ორგანული ჟოლოს ტყლაპი  „berry Izh” ბრენდით გამოუშვა ბაზარზე.

როგორც ახალგაზრდა ფერმერი ამბობს, 2010 წელს იგი მეუღლესთან ერთად კიევიდან ქალაქგარეთ გადავიდა საცხოვრებლად და მეგობრებთან ერთად ჟოლოს სანერგე მეურნეობა გააშენა.

თავდაპირველად, პერმაკულტურული ბაღის გაშენება სურდათ. ბაღი, რომელშიც უამრავი ხე იქნებოდა, არა მხოლოდ ხეხილი, არამედ კაკალი და ყვავილები. თუმცა, პირველ რიგში, ჟოლო გააშენეს, რათა ჩადებული ინვესტიცია შედარებით სწრაფად მიეღოთ უკან.

ჟოლო 3.6 ჰექტარზეა გაშენებული, რაც ინდუსტრიული მეურნეობისთვის, რა თქმა უნდა, მცირე ფართობია.

ტყლაპი პირველივე მოსავლიდან არის დამზადებული. როგორც ფერმერი ამბობს, ტონობით მოსავალი მიიღეს. ექსპორტზე გატანას გეგმავდნენ, თუმცა, გეგმა წარუმატებელი აღმოჩნდა, სიტუაციიდან გამოსასვლელად კი მოსავლისგან ტკბილეულის დამზადება მოიფიქრეს, რაც, როგორც ალექსანდრი აღნიშნავს, საკმაოდ კარგი გადაწყვეტილება აღმოჩნდა.

კომპანია ორი ტიპის გამომშრალ ჟოლოს აწარმოებს – შაქრით და შაქრის გარეშე. ტკბილეული უკრაინაში ორგანული პროდუქტების და ყავის მაღაზიებში იყიდება.

ორგანული, ჟოლოს, ტყლაპი

წარმოება მთელი წლის განმავლობაში გრძელდება – მიღებულ მოსავალს ყინავენ და შემდეგ საჭიროების მიხედვით იყენებენ.

თავიანთი ბაღიდან მიღებული მოსავალი რომ აღარ ჰყოფნით, კენკრის სხვა მწარმოებლებთანაც დაიწყეს მოლაპარაკება. ახლო პერიოდში კი ტკბილეულის სხვა ხილისგან დამზადებასაც გეგმავენ.

წყარო: seeds.org.ua

სტატია მოგვაწოდა „კენკრის მწარმოებელთა ასოციაციამ“.
ჟურნალისტი: მარიამ ტაკაშვილი.

თქვენი რეკლამა