ორგანული ვაშლის ჩიფსი – სტარტაპი ჯანსაღი და მარტივი გადაწყვეტით

ორგანული, ვაშლის, ბიო, ჩიფსი

„Fresh Innovations“ სტარტაპი მონტერეიში გამართულ „ორაგნული მწარმოებლების სამიტზე“ ორგანული ვაშლის ჩიფსებით წარსდგება. სამიტი 16 სექტემბერს ჩატარდება, მანამდე კი კომპანიებს საშუალება აქვთ თავიანთი პროდუქტის შესახებ მცირე ინფორმაცია მიაწოდონ ორგანიზაციას და შესაბამისად, პოტენციურ მომხმარებლებს.

სამიტის მიზანი, ორაგნული მეურნეობების მხარდაჭერა, სტარტაპებისა და გამოცდილი მეურნეების ინოვაციების პოტენციურ მომხმარებლებთან წარდგენაა. მონაწილეთა მთავარი ამოცანა ჯანსაღი პროდუქტების ინოვაციური მეთოდებით ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში გაჩენაა, რომელსაც „ფრეშ ინოვაციები“ მარტივი კონცეფციით ასრულებს.

როგორც გრეგ ტეილორი, კომპანიის გაყიდვების, მარკეტინგისა და ინოვაციების აღმასრულებელი მენეჯერი ამბობს, პროდუქტის შექმნისას კომპანიის მიზანი ორი მთავარი ამოცანის მიღწევა იყო, პირველი, ეს იყო შეექმნა ორგანული პროდუქტი და მეორე, მიეწოდებინა იგი მომხმარებლისთვის მოსახერხებელი და მარტივი ფორმით.

ამ გზით მათ მიიღეს ორგანული წასახემსებელი, რომლის მთავარი მომხმარებლები სკოლები, სპორტული დარბაზები, კაფეები და მსხვილი საცალო სამომხმარებლო მაღაზიები არიან.

ორგანული ვაშლის ჩიფსები რამდენიმე სახეობისაა, მათ შორის პოპულარობით კარამელიზირებული ჩიფსები სარგებლობს.

კომპანია წასახემსებელს რამდენიმე მოცულობის შეფუთვით უშვებს, გამომდინარე სეგმენტაციიდან და იმედოვნებს, რომ მონტერეის სამიტში მონაწილეობის მიღების შემდეგ პროდუქტის შესაძლებლობები ბაზარზე საგრძნობლად გაიზრდება, შეფუთვის მოცულობებსა და ჩიფსის სახეობებს კი მოთხოვნის მიხედვით წარმატებით უპასუხებენ.

წყარო: freshplaza.com