ვაშლის მინდვრის დღე — ინტენსიური ტიპის ბაღები მეჯვრისხევში

139 Views Comment Off

გერმანული კომპანია Bayer-ის მხარდაჭერით, გორში, სოფელ მეჯვრისხევში, კომპანია აგრო-კომის სადემონსტრაციო ბაღში ჩატარდა „ვაშლის მინდვრის დღე“. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ვაშლის ინტენსიური ტიპის ბაღები და პროდუქციის წარმოების ტექნოლოგიები.

ღონისძიებაზე მოწვეული სტუმრები გაეცნენ ვაშლისა და მსხლის ინტენსიური ტიპის ბაღებს და მათ დადებით მხარეებს, მარკეტინგულად პოტენციურ ჯიშებს, აგროტექნიკურ ღონისძიებებს (მცენარეთა დაცვა, სასუქების გამოყენება, წვეთოვანი მორწყვა), სასოფლო სამეურნეო ტექნიკას ხეხილის ინტენსიურ ბაღებში.

ღონისძიების მთავარი მიზანი იყო სოფლის მეურნეობის სახელმწიფო პროგრამების „დანერგე მომავალი“, „იაფი აგრო-კრედიტი“ და „აგრო-წარმოების ხელშეწყობის პროგრამის“ პოპულარიზაცია და ხელმისაწვდომობა სოფლად მცხოვრები ადამიანებისთვის, სოფლის მეურნეობის პოპულარიზაცია ახალგაზრდებისთვის და ფერმერებისთვის.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს, აგრარული უნივერსიტეტისა და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები, გორის საკრებულოს თავჯდომარე, შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაცია და გორის გამგეობის წარმომადგენლები, ასევე ფერმერები და პროკრედიტ ბანკის წარმომადგენლები, იყვნენ დაინტერესებული პირები სხვა ქვეყნებიდან და პარტნიორი კომპანიები „ნობლექსი“, „აგროსფერო“, „გრუბერ ჯენეტი“ — სანერგე მეურნეობა იტალიიდან, „ბადილი“ — ტექნიკის მწარმოებელი თურქეთიდან, „ასტერი“ — წვეთოვანი სისტემების მწარმოებელი კომპანია იტალიიდან.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო მცენარეთა დაცვის საშუალებების მწარმოებელი გერმანული კომპანია Bayer-ის პრეპარატები და მათი მოხმარების სქემათესლოვან ხეხილში, ასევე სასუქების მწარმოებელი უდიდესი კომპანიის Yara-ს პროდუქცია და სასუქის შეტანის გრაფიკი.

აგროსფერო გთავაზობთ აღნიშნულ სქემებს.

პესტიციდების გამოყენების სქემა

http://agrosphere.ge/uploads/files/Apple_Protection_Scheme_2017.pdf

სასუქის შეტანის გრაფიკი

http://agrosphere.ge/uploads/files/Apple-Fertilizers-Yara.pdf

ასევე შეგიძლიათ იხილოთ ღონისძიების ამსახველი ვიდეო.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
ყველის არჩევის ფაქტორები და შენახვის წესები
1346 Views

ადამიანმა რძის ჩაკვეთა და მისგან ყველის ამოყვანა 7000 წლის წინათ ისწავლა. დღეს რძის ჩასაკვეთად სხვადასხვა კვეთი გამოიყენება, ყველაზე ხშირად კი

სრულად
სამკურნალო მცენარეები
აგროკავკასია FB