სამაცივრე მეურნეობების გამოკვლევის ძირითადი შედეგები

288 Views

სამაცივრე მეურნეობების მიერ, 2016 წლის IV კვარტლის განმავლობაში მომსახურება გაეწია 5745 მომხმარებელს, მწარმოებელთა და გამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია — 375 ერთეული შეადგინა, ხოლო სამაცივრეებში დასაქმებულთა საშუალო თვიური რაოდენობა 1011 კაცით განისაზღვრა.

2016 წლის IVკვარტალში საქართველოში 39 ერთეული სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც შიდა ქართლსა (35,9%) და თბილისში (28,2%) იყო განთავსებული. მოქმედი სამაცივრე მეურნეობების 10,3% მდებარეობს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში. ამდენივე სამაცივრე მეურნეობა მდებარეობს იმერეთის რეგიონში (10,3%), ხოლო დანარჩენი 15,4% სხვა რეგიონებშია განთავსებული:

სამაცივრე

2016 წლის IV კვარტლის განმავლობაში მაცივრებში შენახული (განთავსებული) იყო 66,1 ათასი ტონა პროდუქცია, მათ შორის 65,1%-ი ქათმის ხორცი (გაყინულის ჩათვლით), 16,0% პირუტყვის ხორცი და ხორცპროდუქტები (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით), 8,8% — თევზეული, ხოლო დანარჩენ პროდუქციას უმნიშვნელო წილი ჰქონდა.

სამაცივრე მეურნეობების მიერ შემდგომი რეალიზაციის მიზნით 2016 წლის IV კვარტლის განმავლობაში შესყიდულია 4,0 ათასი ტონა პროდუქცია. რაც შეეხება მომსახურების საფასურს — 3,6 მლნ. ლარი შეადგინა.

2016 წლის IVკვარტლის განმავლობაში სამაცივრე მეურნეობების მიერ გაყიდულია 25,4 მლნ. ლარის ღირებულების (7.1 ათასი ტონა) პროდუქცია, საიდანაც ღირებულებით გამოსახულებაში შედარებით დიდი ნაწილი (58,0%) იყო ადგილობრივი (საკუთარი) წარმოების. ამასთან, სამაცივრეების მიერ გაყიდული ადგილობრივი (საკუთარი) პროდუქციის 98,7% მოდიოდა ქათმის ხორცზე.

იმპორტირებული პროდუქციის მნიშვნელოვან მოცულობას ხორცი და ხორცპროდუქტები (ნახევარფაბრიკატების ჩათლით) (39,3%) და თევზეული (24.5%) წარმოადგენდა. სამაცივრეების მიერ გაყიდული პროდუქციიდან უცხოურ ბაზარზე მხოლოდ ხილი და ბოსტნეული იქნა რეალიზებული.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, კამერების საშუალო დღიური დატვირთვა (პროცენტულად კამერების ჯამური ტევადობიდან) ოქტომბერში შეადგენდა 72,2%-ს, ნოემბერში — 68,7%-ს, ხოლო დეკემბერში — 64,8%-ს.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
სამკურნალო მცენარეები
წითელი მოცვი — სამკურნალო თვისებები — ნაყენის და ნახარშის რეცეპტი
2152 Views

წითელი მოცვი მარადმწვანე ბუჩქოვანი მცენარეა, 25-30 სმ-ის სიმაღლის, მცოცავი ჰორიზონტალური ფესურით, რომელიც ნიადაგის ზედაპირულ

სრულად
აგროკავკასია FB