აზერბაიჯნში ბროწეულის მოსავლიანობის და ექსპორტის გაზრდა სურთ

ბროწეული

ორშაბათს, ჩვენს მეზობელ აზერბაიჯნში გამართულ ღონისძიებაზე, ბროწეულის მოსავლიანობისა და საექსპორტო პოტენციალის საკითხები განიხილეს.

შეხვედრაზე ბროწეულის მოსავლიანობის გაზრდის შესახებ, აზერბაიჯანის ექსპორტის და ინვესტიციის ხელშეწყობის ფონდის (AZPROMO) ვიცე-პრეზიდენტმა იუსუფ აბდულაევმა ისაუბრა.

„ამ მიმართულებით პოტენციალი არსებობს, მაგალითად, ისრაელში ბროწეული მოჰყავთ მხოლოდ 200 ჰა-ზე, მაგრამ მოსავალი 60 000 ტონაზე მეტია ანუ 1 ჰა-ზე საშუალოდ 30-35 ტონა, ბროწეულის მოსავლიანობა აზერბაიჯნშიც უნდა გაიზარდოს.

ფერმერებმა და მწარმოებლებმა უნდა იაქტიურონ სუფსიდიების და შეღავათების მისაღებად, ასოციაციის მეშვეობით კი არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია, სახელმწიფოს პროფილურ სტრუქტურებს უნდა მიეწოდოს“-აღნიშნა იუსუფ აბდულაევმა.

თავის მხრივ ბროწეულის მწარმოებლებისა და ექსპორტიორების ასოციაციის თავმჯდომარემ, ფარხად გარაშოვმა, პროდუქტის ხარისხისა და საექსპორტო პოტენციალის ამაღლების აუცილებლობას გაუსვა ხაზი.

„ექსპორტის მაჩვენებლები აუცილებლად უნდა გაუმჯობესდეს, ავღნიშნავ, რომ ბროწეულის პროდუქტები მრავალ ქვეყანაში გადის ავსტრალიიდან კანადამდე, თუმცა ბროწეულის ნაყოფის ექსპორტიორებიც არ უნდა შემოიფარგლონ ძირითადად მხოლოდ რუსეთის ბაზრით“-განაცხადა ფარხად გარაშოვმა.

აზერბაიჯანის ბროწეულის მწარმოებლებისა და ექსპორტიორების ასოციაცია 2016 წლის 31 ოქტომბერს შეიქმნა.

იხილეთ აგრეთვე (დაკლიკეთ): ბროწეული — დარგვა, მოვლა, მოყვანა

თქვენი რეკლამა