თიანეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში საქართველოს ტყეების მდგომარეობის და მდგრადი მართვის პრინციპების შესახებ საინფორმაციო სემინარები ჩატარდა.
მოსწავლეებმა ინფორმაცია მიიღეს საქართველოს ტყეების ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლების, ტყის ბიომრავალფეროვნების, ტყეების ფუნქციებისა და მნიშვნელობის, ბუნებრივი რესურსების მოხმარების, ასევე, ტყის დაცვითი ფუნქციების მნიშვნელობის, ტყეში ქცევის წესების და მეტყევის პროფესიის შესახებ. ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის საინტერესო კითხვებზე მიეღოთ პასუხები.
სემინარები გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დარგის სპეციალისტებმა ჩაატარეს.
შეხვედრები პროექტის „საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა – ECO.Georgia“ ფარგლებში, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), საქართველოს მთავრობის, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) თანადაფინანსებით გაიმართა.
აღნიშნული პროექტი ხორციელდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებების ჩართულობით.
იხილეთ აგრეთვე: ტყის გამოყენების ტრადიციული კულტურა საქართველოში