ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოდან ექსპორტირებულია 18.2 ათასი ტონა ვაშლი, რომლის ღირებულებამ 11.5 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ვაშლის ექსპორტის მოცულობა – 7.1-ჯერ, საექსპორტო ღირებულება – 6.9-ჯერ გაიზარდა.
აღნიშნულ პერიოდში ვაშლის საშუალო საექსპორტო ფასი კილოგრამზე 0.63 აშშ დოლარს შეადგენდა.
ვაშლის ძირითადი საექსპორტო ქვეყნებია: რუსეთი (18 009 ტონა), ყაზახეთი (60 ტონა), ბელარუსი (59 ტონა), სომხეთი (34 ტონა) და თურქეთი (21 ტონა).
იხილეთ აგრეთვე: ვაშლის მოვლა-მოყვანის ტექნოლოგია

