2025/26 სამეურნეო წლის სეზონზე ბელგია, ევროპაში, მსხლის წარმოებას ლიდერობს 355,5 ათასი ტონის პროგნოზირებული მოსავლით – რაც გასულ წელთან შედარებით 32%-ით მეტია.
ამის შესახებ ინფორმაციას Frutinet ავრცელებს ვაშლისა და მსხლის მსოფლიო ასოციაციაზე (WAPA) დაყრდნობით.
ევროკავშირში მსხლის თითქმის ნახევარი კონფერენსის მსხალია და ბელგიაზე მთლიანი წარმოების 37% მოდის.
VLAM-ის ხილისა და ბოსტნეულის მარკეტინგის მენეჯერის, ნელე ვან ავერმაეტის თქმით, ქვეყნის საზღვაო კლიმატი რბილი ზამთრით, ზომიერი ზაფხულითა და რეგულარული ნალექებით ამცირებს ყინვისა და გვალვის რისკს, რაც უზრუნველყოფს ხილის მუდმივ ხარისხს. მან აღნიშნა, რომ შესაფუთი და სასაწყობო ობიექტების მჭიდრო ინტეგრაცია აუმჯობესებს ბელგიის მიწოდების ჯაჭვის ეფექტურობას.
IndexBox-ის ანგარიშის თანახმად, ბრიტანელები 2024 წელს დაახლოებით 110 ათასი ტონა მსხალს მოიხმარეს, საიდანაც მხოლოდ 10% იყო დიდ ბრიტანეთში მოყვანილი. დანარჩენი მეზობელი ქვეყნებზე შევიდა, მათ შორის 32,6 ათასი ტონა ბელგიიდან.
„ბელგიიდან კონფერენსის ჯიშის მსხალი გამოირჩევა თანმიმდევრული ხარისხით, მოკლე მიწოდების ლოჯისტიკურ ვადებით. ეს მსხალი გემრიელია, რაც მას ბრიტანულ სახლებში მიღებულ პროდუქტად აქცევს“, – თქვა ვან ავერმატმა.
მისი თქმით, ახლა მთავარი გამოწვევა ახალგაზრდა მომხმარებლების მოზიდვაა, რადგან ძირითადი სამიზნე აუდიტორია 40 წელს გადაცილებული ადამიანები არიან. VLAM გეგმავს კონფერენციის ჯიშის მსხლის პოპულარიზაციას ახალგაზრდებში.
იხილეთ: მსხლის ჯიში კონფერენსი

