
დიდ ბრიტანეთში შოკოლადის ფასები 2025 წლის მაისში რეკორდულად სწრაფი ტემპით გაიზარდა. საკვების ფასების საერთო ზრდა კვლავ გრძელდება.
BBC-ის ცნობით, დიდ ბრიტანეთში საკვების ფასები ზედიზედ სამი თვეა იზრდება, 2025 წლის მაისში 4.4%-იანი ზრდა გასული წლის თებერვლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფლაცია მაისამდე 3.4%-ზე დარჩა, რაც ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ეროვნული სტატისტიკის ოფისის (ONS) ინფორმაციით, მაისში ფასების ზრდის საერთო ტემპი აპრილის ანალოგიური იყო.
ONS-ის მონაცემებით, შოკოლადის ფასი მაისამდე წლიურად 17.7%-ით გაიზარდა – ეს ყველაზე მკვეთრი ზრდაა 2016 წლის შემდეგ, როდესაც ამ ჩანაწერების წარმოება დაიწყო.
შოკოლადის ფასები ზრდის ფაქტორია უამინდობაც, რომელმაც გავლენა მოახდინა მოსავალზე, კაკაოს მწარმოებელ რეგიონებში, როგორიცაა განა და კოტ-დ’ივუარი.
„ეს ორი ქვეყანა მსოფლიოში კაკაოს ნახევარზე მეტს აწარმოებს“, – თქვა ჯონათან პარკმანმა, კომპანია Marex-ის სოფლის მეურნეობის მიმართულების ხელმძღვანელმა.