მწვანე ენერგია და ენერგოეფექტური ტექნოლოგიები – გზამკვლევი სასტუმროებისთვის

სასტუმროებისთვის

არასამთავრობო ორგანიზაციამ Georgian Environmental Outlook (GEO) პროექტის „მწვანე ენერგიის ტექნოლოგიების გავრცელების დაჩქარება ტურიზმის სექტორში“ ფარგლებში შეიმუშავა გზამკვლევი სასტუმროებისთვის.

კატალოგის სახით წარმოდგენილი გზამკვლევი მოიცავს ინფორმაციას მცირე და საშუალო ზომის სასტუმროებისათვის გამოყენებადი ენერგოეფექტური ტექნოლოგიების შესახებ და ეყრდნობა სექტორში ბაზრის კვლევას.

სასტუმროებისთვის შექმნილ კატალოგში თავმოყრილია ინფორმცია პრიორიტეტული ენერგოეფექტური და მწვანე ენერგიის ტექნოლოგიების, მათი ხარჯსარგებლიანობის და დაფინანსების წყაროების შესახებ. გზამკვლევის მომზადებას წინ უძღოდა კვლევა, რომელიც GEO-მ სოციოლოგებთან ერთად ჩაატარა.

კატალოგში თავმოყრილია ინფორმაცია სწორედ იმ საჭიროებებზე დაყრდნობთ, რაც კვლევისას სასტუმროების მფლობელებთან გასაუბრებების შედეგად გამოვლინდა.

დაკლიკეთ დოკუმენტზე (ფოტოზე) და წაიკითხეთ

თქვენი რეკლამა