ფუტკრის ოჯახი მთელი წლის განმავლობაში აქტიურია. ის ზამთარშიც მოძრაობს, რის შედეგადაც ინარჩუნებს სასიცოცხლო ტემპერატურას სკაში. თაფლს ფუტკარი იყენებს საკვებად, რომელსაც დიდი რაოდენობით ხარჯავს ყვავილის მტვერტან ერთად გაზაფხულზე, ბარტყის გამოსაკვებად და ოპტიმალური ტემპერატურის შესქმნელად. ამისათვის ფუტკრები ერთმანეთს ეხახუნება. ხახუნის ძალით ტემპერატურა მაღლა იწევს. ამას ხელს უწყობს ის რომ ფუტკრის სხეული დაფარულია ხშირი ბეწვით.
როდესაც სინესტე მაღალია ხახუნის პროცესში, ტემპერატურა არ იწევს, ამაზე ფუტკარი ღიზიანდება, ის ღებულობს ამ დროს საჭიროზე მეტ თაფლს, ხდება ჩიჩახვის გადავსება, ფუტკარი მძიმდება, სკის ძირზე ცვივა. ამ დროს მკვდარი ფუტკარი საფრენს კეტავს და ვენტილაციას მთლიანად კეტავს. იქმნება ოპტიმალური პირობები ერთუჯრედიანი პარაზიტების – პროტოზოების გამრავლების. ფუტკრის ოჯახი ნადგურდება.
თუ სკას თავს ავხდით, ვნახავთ დიდი რაოდენობით დახოცილ ფუტკარს, რომელთა ჩიჩახვი გადავსებულია თაფლით. ჩარჩოები დაცვარულია, ზოგჯერ მასზე აღინიშნება ფაღარათის კვალი. განსაკუთრებით თუ ნოზემატოზია განვითარებული.
ზემოთ აღნიშნული მოვლენების გათვალისწინებით, განსაკუთრებით სუბტროპიკული ჰავის ზონაში, სადაც ჭარბი სინესტეა შენარჩუნებული ზამთარშიც, საჭიროა გვიან შემოდგომაზე ფუტკრის დაზათმრების დროს გათვალისწინებული იქნას ეს გარემოებები: სკის საფრენის შევიწროება. ხელოვნურად შეფუთვა მიზანშეწონილი არ არის. ფუტკარი ამას თვითონ არეგულირებს.
ცივ ამინდში ფუტკრები თავისი სხეულით ერთმანეთს ეხუტებიან და არეგულირებენ ჰაერის ნაკადს. ზაფხულში როდესაც ტემპერატურა ძალიან მაღალია ფუტკრები საფრენს პირიქით აგანიერებენ და ფრთების ქნევით გარეთ ნესტიანი ჰაერი გამოაქვთ.
ერთხელ, ზამთარში, საკუჭნაო თავისი ჩარჩოებით გარკვეულ ფუტკრის ოჯახებზე დამრჩა გადადგმული. ყველაზე კარგად ამ ოჯახებმა გამოიზამთრა. როგორც ირკვევა, ცარიელი ფიჭები ერთგვარ რეგულირებას უკეთებს სკაში სინესტის ცვალებადობას.
ასეთი შემთხვევაც იყო, მეფუტკრემ მითხრა სკაში ფუტკრები დახოცილიაო. იანვრის თვე იყო. ვნახე, დაავადება არ იყო. მიზეზი აღმოჩნდა – სინესტე. მაშინვე ყველა სკას თავზე ავხადეთ ბალიშები და ტილოები, ასე დავტოვე საღამომდის მიუხედავად იმისა, რომ სიცივე იყო და ქარიც ქროდა. სკები გამოშრა, ფუტკრები გამოცოცხლდნენ, დანაკლისი იყო მაგრამ საფუტკრე გადარჩა.
ყოველივე ამის გამო შეიძლება ვთქვათ, რომ ფუტკარს სიცივის არ ეშინია. სკაში მაღალი სინესტე დამღუპველია ფუტკრისათვის.
antadze.ge