ჩანდლერის კაკალი ამერიკული ჯიშია, რომელიც გამოიყვანეს პარადოქსის საძირეზე, კალიფორნიაში, 1979 წელს. საქართველოში კი მხოლოდ 2014 წელს შემოიტანეს.
ჩანდლერის ჯიშის კაკალი სწრაფად გავრცელდა მთელ მსოფლიოში თავისი მაღალი ჯიშური თვისებების გამო. კაკლის სიმაღლე 4-5 მ აღწევს, ხასიათდება თხელი ნაჭუჭითა და თეთრი გულით. ნიგოზის გამოსავლიანობა 60%. აქვს საშუალოდ მოტკბო გემო. ცხიმიანობა 63-68%.
უხვმოსავლიანია. ნაყოფის მოცემას იწყებს 3 წელიწადში. ნაყოფის მოცემის სრული ფაზა იწყება 8 წელიწადში.
გთავაზობთ რჩევებს, რომლებიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, სანამ ჩანდლერის გაშენებას გადაწყვეტთ.
ხარისხიანი ნერგები
პლანტაციის გაშენებამდე აუცილებელია შეარჩიოთ ხარისხიანი ნერგი. უკეთესია თუ ნერგი იქნება სერტიფიცირებული, სიმაღლეში 80 სმ-ზე მეტი, ხოლო შტამბი მსხვილი იქნება, რაც წინაპირობაა ნერგის გახარებისა სწორი აგნოტექნიკური ღონისძიებების ჩატარებისას. შესაბმისად, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ სწორი სანერგის შერჩევას.
ნიადაგის შერჩევა
ნიადაგის ტენიანობა კალენდარული წლის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 45%-ს (არ იგულისხმება ატმოსფერული ნალექები), ნიადაგის ტემპერატურის ოპტიმალური მოცემულობა -14-300C, განათება საშუალო ან მაღალი, ნიადაგის pH – 5.8-8-ის ფარგლებში უნდა იყოს. კაკალი კარგად ხარობს ღრმა, ნოყიერ, თიხა-კირიან, ქვაღორღიან, ქვიშნარ, შავმიწა, თიხნარ ნიადაგებში. გრუნტის წყლის დონე არ უნდა იყოს 2 მეტრზე ახლოს.
დამამტვერიანებლის შერჩევა
ნაყოფის ფორმირებისა და უხვი მოსავლისათვის ჩანდლერის კაკალი საჭიროებს დამამტვერიანებელს, ჩანდლერის ჯიშის კაკლის საუკეთესო დამამტვერიანებელ საშუალებას წარმოადგენს ფრანგული წარმოშობის კაკლის ჯიში – ფრანკეტი, ამერიკული წარმოშობის კაკლის ჯიში – პედრო.
აღნიშნულ ჯიშებს აქვთ ზუსტად იგივე სავეგეტაციო-ყვავილობის პერიოდი, რაც ჩანდლერს. გაშენების სქემა 9+1 სისტემით, ანუ ყოველ 9 ძირ ჩანდლერზე მოდის 1 ძირი დამამტვერიანებელი.
სარწყავი წყლის უზრუნველყოფა
ჩანდლერის კაკალი მომთხოვნია წყლის მიმართ. კაკლის ფოთლები შეიცავს დიდი რაოდენობით იოდს, ამიტომ მაღალი სიცხეების დროს, როდესაც ჰაერში ტემპერატურა 300C-ზე მეტია, აუცილებელია მორწყვა, ძირითადად ივლისსა და აგვისტოში. იმისათვის, რომ შეინარჩუნოთ ნიადაგის ოპტიმალური ტენიანობა და დაიცვათ მცენარე სტრესული მდგომარეობისგან, რეკომენდებულია სადრენაჟე სისტემის მოწყობა.
ქარსაფარის მოწყობა
ჩანდლერის ჯიშის კაკლის ინტენსიურ ბაღში ყველა სახის კომპონენტის შესანარჩუნებლად, აუცილებელია ქარსაფარი ზოლის მოწყობა. ქარსაფარი ხელს უწყობს მტვერის ინტენსივობის შენარჩუნებას, მაქსიმალურად ზღუდავს ე.წ საგაზაფხულო წაყინვებს. ქარსაფარის მოწყობა შესაძლებელია როგორც წიწვოვანი, ასევე სხვა, სწრაფმზარდი კულტურებით.
ჩანდლერი ყურადღებას საჭიროებს
ჩანდლერის ჯიშის კაკალს აქვს მთელი რიგი უპირატესობებისა, რომელთა გამოც იგი გამორჩეულია სხვა ჯიშებისგან, თუმცა უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ იგი საკმაოდ პრეტენზიული მცენარეა მოვლის მხრივ, საჭიროებს მუდმივ ყურადღებას, რომ მოხდეს სწორი სხვლა-ფორმირება, მორწყვა, წამლობა და საკვები ნივთიერებების დროული მიწოდება.
სწორად ჩატარებული დარგვისა და შემდგომში სხვადასხვა ოპერაციების ჩატარების შემდეგ მიიღებთ ჩანდლერის კაკლის ნერგს, რომელიც მალევე იძლევა უხვ მოსავალს, ადვილად ფორმირდება, მაღალ გამოსავლიანია მაღალია, რომლის ნიგოზი არ ყვითლდება და არ მწარდება.