შეღავათიანი აგროკრედიტის საპროცენტო განაკვეთის, სახელმწიფოს მიერ თანადაფინანსების გზით, ყურძნის გადამამუშავებელი საწარმოებისთვის შესაძლებელი გახდება 2017 წლის სეზონზე, ყურძნის შესაძენად მიიღონ იაფი ფულად რესურსი, რომელიც გამოყენებული იქნება ფერმერებისგან ყურძნის შესაძენად, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს მოსავლის წარმატებით დაბინავებას.
შეღავათიანი აგროკრედიტი გაიცემა ყურძნის გადამამუშავებელი საწარმოებისთვის, ღვინისა და საბრენდე სპირტის წარმოების მიზნით.
ღვინის ქარხნების მიერ რთველის პერიოდში მიღებული ყურძნის შესასყიდად, შეღავათიანი აგროკრედიტი გაიცემა შემდეგი პირობებით:
- სესხის მაქსიმალური ვადა ღვინის მწარმოებელი ყურძნის ჩამბარებლებისათვის – 15 თვე ;
- სესხის მაქსიმალური ვადა ყურძნისგან სპირტის გამოხდის შემთხვევაში – 36 თვე;
- სესხის მინიმალური და მაქსიმალური მოცულობა ყურძნის გადამამუშავებელი საწარმოებისთვის ღვინის წარმოებისათვის – 20,000 – 10 000 000 ლარი;
- სესხის მინიმალური და მაქსიმალური მოცულობა ყურძნის გადამამუშავებელი საწარმოებისთვის, რომლებიც ყურძნის შეძენას მოახდენენ სპირტის წარმოების მიზნით – 20 000 – 15 000 000 ლარი;
- როგორც ღვინის წარმოებისათვის ასევე სპირტის წარმოების მიზნით ჩაბარებული ყურძნის შემთხვევაში საწარმოების მიერ, სესხის საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსება მოხდება სააგენტოს მიერ სესხის ძირითადი თანხის წლიური 8%-ის ოდენობით, რომელსაც სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო გადაიხდის სესხის დაფარვის გრაფიკის შესაბამისად, მსესხებლის მიერ სესხის გადახდის პარალელურად;
- როგორც ღვინის წარმოებისათვის ასევე სპირტის წარმოების მიზნით ჩაბარებული ყურძნის შემთხვევაში, საწარმოების მიერ აღებული სესხის დაფარვა მოხდება არასტანდარტული გრაფიკით. საფინანსო ინსტიტუტის მიერ ბენეფიციარისთვის საშეღავათო პერიოდი, როგორც ძირითადი თანხის, ასევე საპროცენტო სარგებლოს გადახდაზე განსაზღვრული იქნება არანაკლებ 2018 წლის 15 იანვრამდე, ხოლო სპირტის წარმოების მიზნით ჩაბარებული ყურძნის შემთხვევაში 2018 წლის 15 მაისამდე;
- თითოეულმა საწარმომ რომელიც ისარგებლებს შეღავათიანი აგროკრედიტით საბრუნავი საშუალებებისთვის, უნდა წარმოადგინოს ღვინის ეროვნული სააგენტოს გაცემული დოკუმენტით გადამუშავებული ყურძნის მოცულობასა და ღირებულების შესახებ და მხოლოდ ამის შემდეგ განხორციელდება პროცენტის თანდაფინანსება;
- საწარმოებს რომლებსაც სურთ საბრუნავი შეღავათიანი აგროკრედიტის აღება სპირტის წარმოების მიზნით, სააგენტო განახორციელებს მხოლოდ „რქაწითელისა“ და კახური მწვანეს“ ჯიშების ყურძნის შესაძენად აღებული კრედიტის საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსებას.
2017 წელს აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში დაიზღვა 5,123 ჰა ვენახი. გაცემული პოლისების რაოდენობა შეადგენს 6,796 ხოლო სადაზღვევო ლიმიტი 42,422,837 ლარს. სახელმწიფოს მიერ გადახდილი პრემია შეადგენს 1,802,970 ლარს.