მაყვალი, კენკრა, სამკურნალო
სამკურნალო მცენარეები

მაყვალი – სამკურნალო მცენარე, რეცეპტები

მაყვალი ბუჩქოვანი (ან ნახევრადბუჩქოვანი) მცენარეა ვარდისებრთა ოჯახიდან, რკალისებურად მოხრილი ეკლიანი ყლორტებით, რომელთა სიგრძე 1,5 მ-მდეა. ყლორტები ორი სახისაა – ერთწლიანი – ვეგეტატიური და ორწლიანი–გახევებული, რომლებსაც ფოთლების გარდა აქვს ყვავილები და ნაყოფსაც იძლევა, ფოთლები მორიგეობითია, სამჯერადნაკვთული […]
სამკურნალო მცენარეები

მსხალიჭა მრგვალფოთოლა

მსხალიჭა მრგვალფოთოლა (Pyrola Rotundifolia L) მსხალიჭასებრთა ოჯახში შედის. ტყის ამ ჯუჯა მცენარის ფოთლები თავისი მოყვანილობით და სტრუქტურით ფრიად წააგავს მსხლის ფოთოლს, ეტყობა სახელწოდებაც ამ ფაქტთანაა დაკავშირებული. მისი თოვლქვეშ მოყოლილი ფოთლები მწვანედ გადაიზამთრებენ ხოლმე. ფოთლები ღეროს […]
მაჟალო, სამკურნალო, მცენარე
სამკურნალო მცენარეები

მაჟალო – აღმოსავლური ვაშლი

მაჟალო (Malus orientalis Uglitz) ვარდისებრთა ოჯახში შედის. 10-12 მ-მდე სიმაღლის დეკორატიული ხეა გაშლილი ვარჯით. ყლორტები არც თუ იშვიათად ეკლებიანია. ტოტები გლუვი ნაცრისფერქერქიანია, ერთწლიან ყლორტებზე კი კანი მოყავისფროა. ქერქი ღეროზე მუქი ნაცრისფერია. საკმაოდ ღრმად დახეთქილი, უფრო […]
იოშტა
სამკურნალო მცენარეები

იოშტა – მკურნალი მცენარე

იოშტა – ხურტკმელისა და შავი მოცხარის შეჯვარებით მიღებული ჰიბრიდია, რომელსაც ორივე მცენარის სასარგებლო თვისებები აქვს. იოშტა ვარდისებრთა ოჯახის წარმომადგენელია, სიმაღლით 1-2 მეტრის ბუჩქია, მისი ყვავილები ღია ოქროსფერია, ნაყოფი მრგვალი, შავი ფერის, მეწამული ელფერით. ნაყოფი წვნიანი, […]
მარიამსაკმელა, სამკურნალო, მცენარე
სამკურნალო მცენარეები

მარიამსაკმელა

მარიამსაკმელა (Peganum Harmala L) ორყურასებრთა ოჯახის მრავალღეროიანი, 20-70 სმ სიმაღლის ბალახოვანი მცენარეა. მოკლეყუნწიანი ძირამდე სამად გაყოფილი და თითოეული მათგანი კვლავ 2-3 ხაზურა ნაკვთიანი ფოთლები დატოტვილ ღეროებზე მორიგეობითაა განლაგებული, რომელთა ძირშიაც სადგისისებრი თანაფოთლები ზის. მთავარღერძიანი ფესვი […]
ქიშმიში, თათარა, ჩურჩხელა, სამკურნალო
სამკურნალო მცენარეები

ქიშმიშის სასარგებლო თვისებები

ქიშმიში სპარსული სიტყვაა და გამომშრალ, დაჩირებულ ყურძენს ნიშნავს. ის იგივე ჩამიჩია, ყურძნის ჩირი. უკეთესია ისეთი ჩირი, რომელშიც არ არის წიპწა. ქიშმიშის ცალკეულ სახეობათა სავაჭრო სახელწოდება ხშირად იცვლება და შესაბამისად, მეტად მრავალფეროვანია, თუმცა თავად ჩამიჩის სახეობები […]
თრიმლი, სამკურნალო, მცენარე
სამკურნალო მცენარეები

თრიმლი – სამკურნალო მცენარე

თრიმლი (Cotinus coggygria, სინ. Rhus cotinus) თუთუბოსებრთა ოჯახს ეკუთვნის. თრიმლი ხშირტოტებიანი ბუჩქია, იშვიათად 5 მეტრამდე სიმაღლის ხედაც იზრდება. საკმაოდ დიდი, მოხაზულობით შებრუნებულ კვერცხისებრი, მომრგვალო ან ოვალური, კიდემთლიანი ფოთლები ფრთისებრი დაძარღვით ხასიათდება, ზემოდან უფრო მუქმწვანეა. ქვემოდან […]
ტყის, კამა, სამკურნალო
სამკურნალო მცენარეები

ტყის კამა

ტყის კამა (ლათ.  Peucedanum) ქოლგოსანთა ოჯახის წარმომადგენელი 30-120 სმ სიმაღლის მრავალწლიანი მცენარეა. მისი წვრილად დაღარული, გულგულით ამოვსებული ღერო განივჭრილში მრგვალშემოწერილობისაა და შუა და ზედა ნაწილში დატოტვილია. ღეროს ქვედა ნაწილში განლაგებული ფოთლები ფრთისებრ ორ-სამჯერაა დაყოფილი; ბოლო […]
თაფლოვანი, სამკურნალო
სამკურნალო მცენარეები

თხაწართხალა – სამკურნალო და თაფლოვანი მცენარე

თხაწართხალა (ლათ. Chamaenerium Angustifolium (L) Scop) ონაგრასებრთა ოჯახს ეკუთვნის. აჭარაში თხაწართხალას ყულაფს, ხარიკუდას ეძახიან. მცენარე სწორმდგომი, დაუტოტავი, ან ოდნავ დატოტვილი ღეროიანი 50-150 სმ სიმაღლისაა. მოგრძო-ლანცეტისებრი ფოთლები ღეროზე მორიგეობითაა განლაგებული. მათი ნაპირები ოდნავ გამოსახული ძნელად შესამჩნევი […]