საზამთროს „ხეები“ ეს არც დეკორაცია და არც ზღაპარი, არამედ ისრაელის ფერმერებში საზამთროს მოყვანის გავრცელებეული პრაქტიკაა.
საზამთროს ვერტიკალური სათბურები ან საზამთროს „ბაღები“ მცირე ფართობზე, დიდი კულტური დიდი რაოდენობით გაშენებისა და მოყვანის საშუალებას იძლევა, ამასთან ეკონომიურია რწყვისა და განოყიერების პროცესი და მცენარეები უკეთესად არიან დაცული სიდამპლისა და სოკოსგან.
საზამთროს გარდა ამგვარი ტექნოლოგიით გაშენებულია სხვა ბაღჩეული კულტურებიც, მათ შორის ნესვი და გოგრა.
ამგვარად გაშენებული საზამთროს კიდევ ერთი უპირატესობა მისი წონაა, იგი თითქმის იდენტურია და სრულად ჯდება სტანდარტებში.
როდესაც საზამთრო და ნესვი სიმაღლეზე იზრდება, მათი მოვლა გაცილებით ადვილია, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ამგვარად ჩვენ დაავადებების პრობლემა გადავწყვიტეთ, – ამბობს ლახეთ ლევითი ებრაელი აგრონომი.
ისრაელის სოფლის მეურნეობა, ეს აგრონომთა მუდმივი ექსპერიმენტები, უფრო კი შემოქმედებითი პროცესია.
ამ პატარა ქვეყანაში 10 მსხვილი დარგობრივი სამეცნიერო-კველვითი ინსტიტუტია და რაც მთავარია, მინიმუმამდეა დაყვანილი ზღვარი სამეცნიერო და პრაქტიკულ სამეურნეო საქმიანობას შორის, ის რაც გუშინ ლაბაროტარიაში იყო დღეს უკვე მეურნეობაშია.
შედეგიც სახეზეა-ისრაელის სოფლის მეურნეობა აგრარული საოცრებაა უდაბნოში.