ქათმის გაზრდა-მოვლის შესწავლა ქათმების იჯარით

3756 Views

ქვეყნებში სადაც სოფლის მეურნეობა განვითარებულია დიდი ყურადღება ექცევა განათლებას და ინფორმაციის გავრცელებას.

წამყვანი კომპანიები საკუთარი ბაზრის გაფართოვებას ამ ორი კომპონენტის გამოყენებითაც ცდილობენ.

მაგალითად თუ აწარმოებთ ქათმის საკვებს-იწყებთ დამწყები ფერმერებისთვის მეფრინველეობის შესწავლას, ეხმარებით მათ ფერმის გაკეთებაში, ამარაგებთ საკვებით და ის თქვენს მიერ წარმოებული პროდუქციის მომხმარებელი ხდება.

დარგობრივი განათლების მიღების საუკეთესო ადგილი უშუალოდ სამეურნეო სივრცეა, თუ მას გავაჯერებთ თეორიული განათლებით. ეს პროცესი ბიზნესად აქციეს პენსილვანიაში პროექტით – ქათმები იჯარით.

Rent the Chicken – ქათმების იჯარის სერვისია, რომელიც დამწყებ ფერმერებს ქათმების მოვლა-გამოზრდას ასწავლის.

Rent the Chicken-ის ფარგლებში კომპამნია, გარკვეულ ფასად (იჯარის ფასი) დაინტერესებულ პირებს იჯარით აძლევს საქათმეს, საკვებს, სახელმძღვანელოს, ქათმებს  და უწევს კონსულტაციებს.

ქათმები. წიწილები, იჯარით, ფერმერი

ის ვისაც სურს იყოლიოს რამდენიმე ქათამი, მაგრამ დარწმუნებული არ არის, რომ შეუძლია მისი მოვლა, ან ზამთრის პირობებში შენახვა-ერთვება ამ სერვისში.

ქათმები. წიწილები, იჯარით, ფერმერი

ზაფხულის განმავლობაში, ის უვლის ქათმებს, სწავლობს, გამოიმუშავებს უნარებს და მიირთმევს ახალ კვერცხს, ხოლო ზამთარში უბრუნებს ქათმებს კომპანიას. ზოგი მათგანი ამ ბიზნესში იწყებს საქმიანობას.

ქათმები. წიწილები, იჯარით, ფერმერი

საქართველოშიც ბოლო პერიოდში ხშირად კეთდება აქცენტი, განათლების და ინფორმაციის მიწოდების გაუმჯობესების აუცილებლობაზე, ახალი ტექნოლოგიების დანერგვაზე და სოფლის მეურნეობის, როგორც ბიზნესის განვითარებაზე.

პენსილვანიის ეს სერვისი მაგალითისთვის იმიტომ მოვიყვანეთ, რომ გვეჩვენებინა-მხოლოდ მასშტაბური პროგრამები არ უნდა იმსახურებდეს ყურადღებას, მცირე და გონივრულ პროექტებსაც შეუძლიათ წვლილის შეტანა დარგის განვითარებაში.

In : AgroPlus

Related Articles

ვაზის ჭრაქი
სამაცივრე აგრეგატები
ლიპოსამი – ბიოაგრო
კრედო ბანკი
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
აგრარული, საქართველო
რეკლამა – აგროკავკასია
აგროკავკასია, რეკლამა
აგროკავკასია FB