ბრაზილიაში სტაფილოს მაღალმოსავლიანი ჰიბრიდი შექმნეს

სტაფილო, ჰიბრიდი

სტაფილოს ჰიბრიდი BRS Carmela მდგრადია ბაქტერიოზისა და სოკოვანი დაავადებების მიმართ და ორჯერ აღემატება მოსავლიანობით ტრადიციულ ჯიშებს – 60 ტ/ჰა 26 ტ/ჰა-სთან შედარებით.

ამის შესახებ იტყობინება ინიციატორის – სახელმწიფო კომპანია Embrapa-ს ვებგვერდზე, რომელმაც ჰიბრიდი შექმნა კომპანია Isla Sementes-თან პარტნიორობით.

ჯიში განკუთვნილია საზაფხულო კულტივირებისთვის.

სტაფილოს გენეტიკური გაუმჯობესების მკვლევარი Embrapa Hortalicas-ში (DF), ანალდო დე კარვალო, რომელიც პასუხისმგებელია ახალი ჰიბრიდის შემუშავებაზე, განმარტავს, რომ ჰიბრიდის გამძლეობის წყალობით, ის აღწევს მოსავალს ფოთლის დაავადებების ქიმიური კონტროლის გარეშე. BRS Carmela ასევე მდგრადია ფესვის კვანძოვანი ნემატოდების მიმართ.

მოსავლის აღება იწყება დათესვიდან 85 დღის შემდეგ და გრძელდება 115 დღემდე. ჰიბრიდს აქვს სწორად აღმართული ფორმა, ღია მწვანე ფოთლები და მცენარის სიმაღლე დაახლოებით 45 სმ-ს აღწევს.

ნაყოფი დაახლოებით 3,5 სმ დიამეტრისა და 16-22 სმ სიგრძისაა, რაც კომერციულად სასურველი ზომაა.

იხილეთ აგრეთვე: სტაფილო – ბიოლოგიურად სუფთა მოვლა-მოყვანის ტექნოლოგია

თქვენი რეკლამა