„სოფლის მაცხოვრებლელბი და მიწათმოქმედები ქვეყნების მთავარ ეკონომიკურ ძალად ითვლება და ასე გაგრძელდება, როგორც მინიმუმ, საუკუნის დასასრულამდე. ამის მიუხედავად, ხშირ შემთხვევაში, სოფელში მაცხოვრებლებს მნიშვნელოვან რესურსებზე ხელმისაწვდომობა ნაკლებად აქვთ, მაშინაც კი, როდესაც ამ რესურსების მოპოვება ადგილზევეა შესაძლებელი.“ – ამბობს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) ერთ-ერთ თავის ანგარიშში სოფლის განვითარებისა და ამოწურვადი რესურსების შესახებ.
განახლებად ენერგიებზე, განსაკუთრებით კი მზის ენერგიაზე, საუბარი 21-ე საუკუნეში თანდათან გააქტიურდა და უნივერსიტეტის წიგნებიდან, სამეცნიერო სტატიებიდან ჩვენს სახლებში, მანქანებსა და სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებში გადმოვიდა. ელექტრო ენერგიის როლი, როგორც ქალაქის სწრაფი რიტმის, ისე სოფლის მეურნეობის აქტიური მუშაობისა და ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. თანდათან იზრდება მასზე როგორც რაოდენობრივი ისე ხარისხობრივი მოთხოვნა თესვის, ფერტიგაციის, ტექნიკით მექანიკური დამუშავებისას, შენახვა-გადამუშავებისას და ა.შ. რობოტექნიკა და განახლებადი ენერგია მსოფლიოს მრავალ წერტილში, თანაბარი წარმატებით უმსუბუქებენ ფერმერებს ყოფას და თანამედროვე მოთხოვნებს რესურსების მდგრადი გამოყენებით პასუხობენ.
რა არის მზის ენერგია და როგორ მუშაობს იგი?
მზის ენერგია არის მზის სხივების გარდაქმნა ელექტროენერგიად უშუალოდ ფოტოელექტრონების (PV) გამოყენებით, არაპირდაპირი გზით მზის კონცენტრირებული ენერგიის გამოყენებით ან კომბინაციით. კონცენტრირებული მზის ენერგიის სისტემები იყენებენ ლინზებს ან სარკეებს და მზის პანელების მონიტორინგის (tracking) სისტემებს, რათა მზის სხივის დიდი ფართობი ფოკუსირდეს პატარა სხივში.
როდესაც ფოტონები მზის ენერგიის ელემენტს ეჯახებიან, ისინი ელექტრონიდან ამოაგდებენ ატომს. თუ გამტარები მიმაგრებულია უჯრედის დადებით და უარყოფით მხარეებზე, იქმნება ელექტრული წრე. როდესაც ელექტრონები მიედინებიან ასეთ წრეში, წარმოქმნიან ელექტროენერგიას. მაშ ასე, მეტი მზის პანელის განთავსება მეტი ელექტროენერგიის გამომუშავებას ნიშნავს.
ფერმერებმა მზის სისტემებს ერთ-ერთი პრაქტიკული და აქტიური გამოყენება სამაცივრე დანადგარებისთვის მოუნახეს. მაგალითად, ინდოეთი, რომელიც მსოფლიოში ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტიორი ნომერ მეორე ქვეყანაა ჩინეთის შემდეგ 88.977 მილიონი ტონა ხილითა და 162.887 მილიონი ტონა ბოსტნეულით, წარმატებით ნერგავს მზის სისტემებს სამაცივრე დანადგარებში. ხილისა და ბოსტნეულის აღების შემდეგ საყურადღებო რაოდენობა იკარგება შენახვის არასწორი პირობების გამო. ეს ძირითადად განპირობებულია პროდუქტის მალფუჭებადობით, რომელიც თუ მოხმარებისთვის არ არის განკუთვნილი, მოითხოვს ტრანსპორტირებისა და შენახვის ცივ ჯაჭვს, ხარისხისა და ვადიანობის შესანარჩუნებლად. სამებაღეო პროდუქტების უმეტესობა მოითხოვს გაგრილების ტემპერატურას 0°C -დან 15°C – მდე. ასეთის არ არსებობის შემთხვევაში, ფერმერები იძულებულები არიან მოსავალი აღებისთანავე გაყიდონ, რაც ჭარბ მიწოდებას და მასთან დამოკიდებულ დაბალ ფასს, ამასთნავე, დიდ დანაკარგებს იწვევს.
ელექტრო ენერგიის ხარჯები სამაცივრე საწყობში, ინდოეთში, მთლიანი ხარჯების დაახლოებით 28-30%-ია. ამრიგად, ელექტრო ენერგია არის ერთ-ერთი მთავარი მთლიან ოპერაციულ ღირებულებათა ჯაჭვში. ამასთანავე, ქსელის ელექტრო ენერგია სოფლის მაცხოვრებლებს დაბალი ხარისხითა და სიხშირით მიეწოდებათ. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მზის პანელები ინდოეთის ფერმერთათვის ერთ-ერთი უპირველესი გამოსავალია, რომელსაც დღეს ისინი აქტიურად იყენებენ სამაცივრე მეურნეობების მუშაობისთვის. ინდოეთის მზიანი კლიმატი კი საშუალებას იძლევა პანელებმა უწყვეტი დატვირთვით მოამაროს დენით მოსახლეობა. ინდოეთის სხვადასხვა რეგიონში მზის გამოსხივება საშუალოდ 4.6-6.6 კვტ/სთ/დღეშია.
სამაცივრე საწყობის სისტემის ფუნქციონირებისთვის საჭირო ენერგია, სხვადასხვა დატვირთვით, 35-60 კვტ/სთ/დღეშია. მნიშვნელოვანია, რომ მზის პანელებით გამომუშავებული ენერგია ქსელისგან დამოუკიდებლად ინახება და სამაცივრე დანადგარის ხანგრძლივ მუშაობას უზრუნველყოფს. სამაცივრე დანადგარები მზის პანელებით შეიძლება დამონტაჟდეს სოფლად და შორეულ რაიონებში, ნაკვეთებთან ახლოს, სადაც არ არის ქსელის მიწოდება და არასტაბილური ელექტრომომარაგება.
ელექტრო ენერგიის ხარისხიანი მიწოდება და სოფლების დაფარვა საქართველოშიც დიდი პრობლემაა, რომელთან გამკლავება ქართველ ფერმერებს ყოველდღიურად უწევთ. პრობლემა უფრო გამწვავდა მას შემდეგ, რაც ინდუსტრიული მეურნეობები განვითარდა, დიდი ბაღები, ისეთი კულტურები, რომლებიც ტრანსპორტირების ცივ ხაზს მოითხოვს. კენკროვანი კულტურა ერთ-ერთი პირველია იმ პროდუქტებში, რომლებიც მალე ფუჭდება და საბაზრო ღირებულებას კარგავს. ამის მიუხედავად, ჩვენი ასოციაციის ბევრ წევრ ფერმერს უდგას სამაცივრე სისტემების პრობლემა, ელექტროენერგიის არ არსებობა სოფლად თუ ნაკვეთებთან ახლოს.
მართალია, პრობლემა გლობალური ხასიათისაა, თუმცა, ასოციაციამ საქმიანობის ფარგლებში, USAID-ის პროექტის ფარგლებში, შექმნა მოძრავი მაცივრები, რომელიც მზის პანელებით არის უზრუნველყოფილი. ჩვენი მოძრავი მაცივარი სიახლეა ქართულ ფერმერულ პრაქტიკაში, რომელიც ჩვენი წევრი ფერმერების განკარგულებაშია და საჭიროებისამებრ, სარგებლობენ.
სტატია მოგვაწოდა „კენკრის მწარმოებელთა ასოციაციამ“.
ჟურნალისტი: მარიამ ტაკაშვილი.