მოკლე შესავალი
IAEA ს (გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო) და FAO ს (გაეროს სოფლის მეურნეობისა და სურსათის ორგანიზაცია) პროექტის “Enhancing Productivity and Resilience to Climate Change of Major Food Crops in Europe and Central Asia”, (ძირითადი სასურსათე კულტურების პროდუქტიულობისა და მდგრადობის გაზრდა კლიმატის ცვლილების მიმართ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში“) ფარგლებში განხორციელდა რადიოლოგიური / საპილოტე ჯიშების, მუხუდოსა და ცულისპირას მოკლე აღწერა.
აკადემიკოს ლ.ლ. დეკაპრელევიჩის გამოკვლევებით მუხუდო საქართველოსთვის ენდემური კულტურაა და მას ლობიოს შემოტანამდე (XVII ს-მდე) ფართოდ იყენებდა ქართველი ხალხი.
ის განსხვავებით სხვა პარკოსანი კულტურებიდან გამოირჩევა მაღალი გვალვაგამძლეობით. მისი ნათესი არ წვება, პარკი არ სკდება, და მარცვალი მომწიფებისას არ იბნევა,მარცვალი არ ზიანდება მემარცვლიათი, შესაძლებელია მისი მოვლა-მოყვანა მექანიზებულად. მუხუდო შეიცავს ცილებს დიდი რაოდენობით და შეუცვლელ ამინომჟავებს, გამოირჩევა კარგი საგემოვნო თვისებებით და ასევე კარგი წინამორბედია თესლბრუნვაში.
მუხუდოს კულტურაზე სელექციური მუშაობა დაიწყო გასული საუკუნის 90- იან წლეებში, საერთაშორისო ორგანიზაცია ICARDA-სთან თანამშრომლობის დაწყების შემდეგ. წლების მანძილზე მიღებული და შევისწავლილი იქნა მუხუდოს სხვადასხვა საერთაშორისო კოლექციები და ჰიბრიდული მასალა, სულ 2228 ნიმუში. სელექცია მიმდინარეობდა ინდივიდუალური გამორჩევის მეთოდით. კვლევის შედეგად გამოირჩა და დარეგისტრირდა 2005 წელს ჯიში სახელწოდებით „ელექსირი“ და 2011 წელს ჯიში „არაგვი“ ამჟამად სელექციური მუშაობის სხვადასხვა საფეხურზე იცდება 37 ფორმა გამოკვეთილია რამდენიმე მაღალმოსავლიანი და მაღალი გვალვაგამძლე ნიმუში,რომელთა შესწავლა გაგრძელდება.
საპილოტე მუხუდოს ჯიში „ელექსირი“, მიღებულია ერთჯერადი ინდივიდუალური გამორჩევის მეთოდით, ILC 533 საწყისი მასალიდან, ჯიში საშუალოდ საადრეოა, ინვითარებს ძლიერ გადაშლილ ბუჩქს, რომლის სიმაღლე 60 სმ-ია, ქვედა პარკების მიმაგრების სიმაღლე 35 სა-ია, არ წვება, ინვითარებს მუქი მწვანე შეფერილობის ფართე ფოთლებს, ყვავილი თეთრია, თესლი მსხვილია, რომლის დიამეტრი 9 მმ-ია, 1000 მარცვლის მასა 411 გ-ია. მარცვალი ღია ჩალისფერია, დანაოჭებული ზედაპირით. მოკლე მსხვილ პარკში 1 იშვიათად 2 ან სამი მარცვალია, პარკების რაოდენობა მცენარეზე 90-110-ია.გამოირჩევა კარგი გვალვაგამძლეობით, არ ზიანდება მემარცვლიით, ნაკლებად ზიანდება ასკოხიტოზით და ფუზარიოზით (ზიანდება მხოლოდ ტენიანი კლიმატის დროს). მომწიფებისას პარკები არ სკდება.ხელსაყრელია მექანიზირებული მოვლა -მოყვანისათვის. ენერგეტილული საკვები ერთეული არის111,48%,მონელებადი პროტეინის შემცველობა 18,74. ჯიში არის ორთესელა მისი თესვა შესაძლებელია, როგორც საშემოდგომოდ ასევე ადრე გაზაფხულზეც.
ცულისპირა ერთწლოვანი ბალახოვნი მცენარეა, რომელიც მიეკუთვნება პარკოსანთა ოჯახს. მარცვალი გამოიყენება სასურსათოდ და საკონსერვოდ, ხოლო მწვანე მასა საუკეთესო საკვებია მეცხოველეობაში. ნაყოფი ორფრთიანი პარკია , რომელშიც 2-5 მარცვალია, მარცვალი დაკუთხულია და წააგავს ცულს (მისი ქართული დასახელებაც აქედან წარმოდგება), 1000 მარცვლის მასა მერყეობს 100-600 გრ ის ფარგლებში (ჯიშის და მიხედვით). რაც ძლზედ მნიშვნელოვანია საკმაოდ გვალვაგამძლეა, ასევე ახალაღმონაცენი იტანს 6-8 წაყინვებს. კარგად ეგუება თითქმის ყველანაირ ნიადაგს. უჭირს დაჭაობებულ და ბიცობინ ნიადაგებზე. მარცვალი შეიცავს 23-35% ცილას, ხოლო კგ თივა 0,39 საკვებ ერთეულსა 130 გრ მონელაბად პროტეინს. რაც კიდევ მნიშვნელოვანი შეიძლება დაითესოს ნებისმიერ დროს და ამვდროულად შესაძლებელია მისი თესვა სანაწვერვალოდ. სამეურნე თვალსაზრისით მის უარყოფით ბიოლოგიურ თვისებად შეიძლება ჩაითვალოს ჩაწოლიდადმი მიდრეკილება და ნიადაგის ზედაპირზე გართხმა. ამ თვისების სარეაბილიტაციოდ მიზანშეწონილია ან ვიწრო მწრკივებად თესვა ან შერეულად თავთავიან კულტურებთან.
საექსპერიმენტოდ შერჩეული იქნნა დასარეგისტრირებლად მომზადებული, ICARDA ს კოლექციიდან გამორჩეული ფორმა #7.
მუხუდოსა და ცულისპარას M1 თაობის ბიოლოგიურ სამეურნეო მონაცემები.
2020-2021წ.წ. მაიონიზებელი დასხივების მიზანს შედაგენდა მუხუდოსა და ცულისპირას M1 თაობის მუტანტების მიღება და შენდგომში მათი მომდევნო თაობების შესწავლა.
მუხუდოსა და ცულისპირასთვის პირველი ეტაპი წარმოადგენდა პილოტურ ექსპერიმენტს რაც გულისხმობდა სავარაუდო მაიონიზებელი დოზების დიაპაზონის შერჩევასა და ზეგავლენას.
მუხუდოს ჯიში ‘ელექსირი’ და ცულისპირას პერსპექტიული ფორმა #7, პირველად საპილოტედ დამუშავდნენ მაიონიზებელი დასხივებით გაზაფხულზე, ხოლო შემოდგომით კი უკვე შერჩეული დოზებით.
საკვლევი მასალის რადიაციული დამუშავება ხორციელდებოდა ი. ბერიტაშვილის სახელობის ექპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის, რადიაციული უსაფრთხოების პრობლემათა ლაბორატორიის ბაზაზე (ყოფილი ატომური რეატორის ტერიტორია). კერძოდ კი, გამოყენებული იქნა რადიაციული დანადგარების კომპლექტი „გამა-კაპსულა“, სადაც დასხივების იზოტოპს რადიაციული ცეზიუმი წარმოადგენს 137Cs,661,7-კილოელექტრონვოლტის ენერგიით.
გაზაფხულზე შერჩეული მასალა დამუშავდა 25; 50; 75 და 100 გრეის დოზირებით და დაითესა.
გაზაფხულზე ნათესის შესწავლამ გამოავლინა, რომ 100 გრეის ექსპოზიცია საკმაოდ დამთრგუნველი აღმოჩნდა ორივე კულტურისთის, რადგან აღმონაცენმა შეადგინა 5%, ხოლო 75 გრეით დასხივების შემთხვევაში კი აღმონაცენი აღმოჩნდა10 %.
ვინაიდან შედარებით ოპტიმალური დიაპაზონი 15 – 50 გრეის ექსპოზიცია აღმოჩნდა, ამიტომაც საშემოდგომო თესვისთვის ორივე კულტურისთვის შეირჩა 15; 25; 40 და 50 გრეის დოზები.
დასხივება განხორდიელდა ნოემბრის შუა რიცხვებში და იმავდროულად დაითესა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის სოფ. წილკნის ბაზაზე.
2021 საანგარიშო პერიოდში განხორციელდა წინა წელს 15, 25, 40 და 50 გრეით დასხივებული ნიმუშების ბიომეტრიული და ფენოლოგიური დაკვერვებების ჩატარება, ანუ მიღებული იქნა პირველი თაობის სათესლე მასალა, რომლებიც მეთოდიკის მიხედვით კვლავ შეისწავლებიან მომდენვნო თაობებში, როგორც გენოტიპური დათიშვისა, ისე ბიოლოგიურ-სამეურნეო მახასიათებლებით.
ცხრილი # 1 ში მოცემულია ცულისპირას პირველი თაობის გასაშუალოებული ბიომეტრიული მაჩვენებლები:
როგორც ცხრილ #1 დან ჩანს 15, 25 და 40 გრეით დასხივებულთა ბიომეტრიული მონაცემები აჭარბებენ საკონტროლო ნიმუშს, ხოლო 50 გრეით დასხივებული კი რეგრესიული მონაცემებით ხასიათდებიან.
მოცემული ცხრილიდან აღსანიშნავია 25 გრეით დასხივებული ნიმუშები. ასე მაგალითად: ერთ მცენარეზე მარცვლების რაოდენობით 58 % ითა და ერთი მცენარის მარცვლის წონით 60 % ით აჭარბებებენ საკონტროლო ნიმუშს.
ცხრილ #2 ში მოცემულია მუხუდოს გასაშუალოებული ბიომეტრიული მონაცემები.
ცხრილ #2 ის მონაცემების მიხედვის გარდა 50 გრეით დასხივებული ნიმუშები ძირითად აჭარბებენ საკონტროლო ნიმუშს. საინტერესოა აღინიშნოს 25 გრეის დოზოთ დასხივებული ნიმუშები, როდესაც მცენარეზე პარკების რაოდენობით 24%, მცენარეზე მარცვლების რაოდენობით 14 % და მცენარეზე მარცვლების წონით 20 % ით აჭარბებენ საკონტროლო ნიმუშს.
არსებული მონაცემებზე დაყრდნობით, მიღებული გამორჩეული მასალა დაითესება მომდევნო წელს და ასე გაგრძელდება მანამდე, სანამ გამორჩელი მასალის მონაცემები არ შენარჩუნდებიან არ დასტაბილიზირდებიან საბოლოოდ, რაც მათი უკვე ჯიშებად ჩამოყალიბების ნიშანი გახდება.
ს/მ დოქტორი გიორგი ბადრიშვილი
ს/მ დოქტორი, პროფესორი თინათინ დარსაველიძე
იხილეთ აგრეთვე: რადიაციული მუტაგენეზი საქართველოში