
ამერიკულმა (მერილენდის შტატი) კომპანიამ SolarWindow ™ Technologies, მინის დაფარვის რევოლუციული ტექნოლოგია შექმნა, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერი ფანჯრის შუშა (მინის ნებისმიერი ზედაპირი) შესაძლოა მზის პანელად იქცეს.
ამ ტექნოლოგიით, შესაძლებელია სახლისთვის (ბინისთვის, ოფისისთვის) საჭირო ელექტროენერგიის მნიშვნელოვანი ნაწილის (რიგ შემთხვევებში სრული) გამომუშავება.
მონტაჟი მარტივია, ჩვეულებრივი მინას თხელი გამჭვირვალე ფენას აკრავენ, ასე ხდება ნებისმიერი მინის მზის ბატარეად გარდაქმნა.
კომპანიის წარმომადგენლები განცხადებით, აქამდე არსებული მზის პანელებთან შედარებით, ახალი ტექნოლოგია გაცილებით მეტ ენერგიას გამოიმუშავებს 1მ2-ზე, შესაბამისად მოგებაზე გადსვლაც მნიშვნელოვნად ადრე იწყება.
გარდა ამისა არ არის საჭირო დამატებითი პანელების განლაგება, გამჭვირვალე ფირი ეკვრება პირდაპირ ფანჯრის მინებს, რაც ძალიან მოსახერხებელია და იძლევა შესაძლებლობას სწრაფად და ეფექტურად იქნას გამოყენებული, როგორც ახალ, ისე ძველ შენობებში.
კომპანიის გათვლებით მათი პროდუქციით, პირველ რიგში საოფისე შენობების მფლობელები დაინტერესდებიან.
„ეს არის ინოვაციური გარღვევა, რომელიც პირველ რიგში საშუალებას მოგვცემს, ნახევარ მილიარდი მინის ზედაპირიდან, რომელის ყოველწლიურად მონტაჟდება აშშ-ს კომერციულ შენობებზე, მივიღოთ ელექტროენერგია“,-ამბობს ჯონ კონკლინი კომპანია SolarWindow ™ Technologies გენერალური დირექტორი.
ფასადის და ზოგადად შენობის დიაზაინში, ეს ტექნოლოგია აქამდე არსებულისგან განსხვავებით არავითარ ცვლილებებს არ ითხოვს.
კომპანია SolarWindow ™ Technologies საიტი: www.solarwindow.com