ინფორმაციის და PR-ის მნიშვნელობა აგრობიზნესისთვის

კონკურენტულ, საერთაშორისო ბაზარზე წარმატების მისაღწევად კომპანიების მთავარი იარაღი ინფორმაციის ქონაა. იგი ნებისმიერი საქმიანობის წარმართვის მთავარი საშუალებაა.

იმისთვის რომ კომპანია იყოს კონკურენტუნარიანი, შეძლოს უპასუხოს მომხმარებელთა გაზრდილ მოთხოვნებს, მნიშვნელოვანია ეს ინფორმაცია იყოს დროული და სწორი. ერთი შეხედვით, ტექნოლოგიების ერაში, ეს რთული მისაღწევი არ უნდა იყოს.

საქართველო აქტიურად ცდილობს თავი დაიმკვიდროს საერთაშორისო ბაზარზე. ერთ-ერთი პრიორიტეტული დარგი, რომლის განვითარება და რომელში წარმოებული პროდუქციის მიწოდების სურვილი და შესაძლებლობა გვაქვს სხვადასხვა ქვეყნებისთვის, გრძელვადიან პერიოდში, დამეთანხმებით, სოფლის მეურნეობა. როდესაც ვამბობთ, რომ გვსურს ჩვენი სოფლის მეურნეობის პროდუქტი გავიტანოთ საერთაშორისო ბაზარზე, ჩვენ გამოვთქვამთ პრეტენზიას, კონკურენცია გავუწიოთ სხვადსხვა, უამრავ წარმატებულ, ფესვებგადგმულ კომპანიას, ამ მიზნის მისაღწევად კი, ცალსახაა, ინფორმაციას ჩვენთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.

საინტერესოა, რამდენად არიან ჩვენი ფერმერები და არა მხოლოდ ფერმერები, ინფრორმაციით აღჭურვილნი? რამდენად აქვთ მათ გააზრებული ამ უკანასკნელის მნიშვნელობა და თუ აქვთ მოთხოვნა, მიიღონ თავიანთვის საჭირო ინფრომაცია დროულად, რამდენადაა უზრუნველყოფილი ქართულ აგრობაზარზე ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება?

ამ და სხვა საკითხებზე ჩვენ ვესაუბრეთ ბატონ დავით ბირკაძეს. საუბარი ასევე შეეხო PR-ის მნიშვნელობას აგრომეწარმეთათვის და ამ კუთხით არსებულ მდგომარეობას საქართველოში.

– ნებისმიერ სფეროში არსებობს კონკურენცია, რომელიც თანდათან იზრდება, უმეტეს მათგანში, ერთ-ერთი უპირველესი, ძლიერი იარაღი, ინფორმაციაა, რამდენად მნიშვნელოვნად და ასეთივე დატვირთვის მქონედ შეგვიძლია მივიჩნიოთ ინფორმაციის ქონა აგრობიზნესში, საქართველოში? ზოგადი მდგომარეობა რომ შეგვიფასოთ…

– არავისთვის უცხო არაა, რომ ინფორმაცია ყოველთვის თამაშობდა უმნიშვნელოვანეს როლს ადამიანის ცხოვრებაში.  „ის ვინც ფლობს ინფორმაციას , ის ფლობს მთელ სამყაროს.“საჭირო ინფორმაციის შეგროვება და მათი სისტემატიზაცია, უხსოვარი დროიდან  ეხმარებოდა ადამიანს  თავის გადარჩენაში. ეს იყო საჭირო ხელსაწყოების დამზადების, სხვადასხვა კულტურების მოყვანის თუ ალტერნატიული ენერგიის გამოყენების შესახებ ინფორმაცია.

ახლა კი,XXIსაუკუნეში,ინფორმაციის გარეშე  უბრალოდ შეუძლებელია არსებობა და მას გადამწყვეტი მნიშნელობა აქვს. სწორედ ინფორმაცია ეხმარება ადამიანს  გააკეთოს სიტუაციის სწორი ანალიზი, მოახდინოს საჭირო აქტივობების დაგეგმარება  და მათი განხორციელება, რომელიც  უზრუნველყოფს  მის წარმატებას  ამა თუ იმ სფეროში და აქ სოფლის მეურნება  ბუნებრივია არ არის გამონაკლისი . საქართველოსთვის კი  სოფლის მეურნეობის აუცილებელი ინფორმაციის არსებობა, არამხოლოდ აგრობიზნესის განვითარებისთვის არის მნიშვნელოვანი,  არამედ, ზოგადად, ქვეყნის განვითარებისთვის  სასიცოცხლოდ აუცილებელია. ინფორმაცია, რესურსების ეფექტურ მართვაში აუცილებელი, სტრატეგიული დანიშნულების ხელსაწყოა და მით უმეტეს, დღევანდელი ახალი ტექნოლგიების ერაში .

ქართული სასოფლო-სამეურნეო მრეწველობის ძირითადი ამოცანა, არა მხოლოდ ქართული სახელმწიფოს არსებობის უზრუნველყოფა დღეს და ხვალ, არამედ მისი არსებობის უზრუნველყოფაა, ზოგადად.

აღნიშნული ამოცანის შესრულება კი  წარმოუდგენელია სარწმუნო, მეცნიერულად დასაბუთებული ინფორმაციული სივრცის შექმნის გარეშე. დღესდღეობით, აგრარულ სფეროში განსაკუთრებით საგრძნობია ადექვატური ინფორმაციის და ცოდნის რეალიზაციის არ არსებობა. არსებული სასწავლო პროცესების სისუსტეების ჩამონათვალი საკმაოდ დიდია. მწირია ქართულ ენაზე არსებული ლიტერატურა და სახელმძღვანელოები, არსებულ მასალასთან ხელმისაწვდომობა კი შეზღუდული. თქვენი საიტის „აგროკავკასიის“ და კიდევ რამდენიმე მცირე აქტიურობის მქონე საიტის გარდა, თითქმის ვერანაირ ინფორმაციას ვერ მოიძიებთ ქართულად ვირტუალურ სივრცეში, რომლის მზარდ გავლენაზე საუბარით დროს არ წაგართმევთ. ეს არსებული რეალობა კი, ალბათ, დამეთახმებით, რომ  უდავოდ არაა ის საკმარისი სინათლე, რომელსაც შეუძლია წყვდიადი დაანგრიოს.

სოფლის მეუნეობა, როგორც ბევრი მიზანმიმართულად  განადგურებული დარგი, საქართველოში რთულ მდგომარეობაშია და, პირველ რიგში, უმთავრესი პრობლემა, როგორც მთლიანად ქვეყანაში, აქაც, განათლებაა და ამასთან ერთად  ზოგადი,  საჭირო ინფორმაციის სიმცირე და მისი  არასათანადო მიწოდება. ამ ყველაფრის გარეშე კი ქართული აგრობიზნესი ბუნებრივად ვერ იქნება დღეს საკმაოდ დიდი კონკურენციის არსებობის პირობებში კონკურენტუნარიანი, კონკურენცია, რომ საკმაოდ დიდია ეს კი  ადვილად დასანახია თუ გადახედავთ ქართული პროდუქციის წილს  ბაზარზე. ქართული აგრობიზნესის განვითარების გარეშე, ანუ მისთვის საჭირო ინფორმაციის  და ცონის მიწოდების გარეშე, ჩვენ შეუძლებელია შევქმნათ   კონკურენტუნარიანი, ძლიერი ქართული სოფლის მეურნება, რომელიც, თავის მხრივ, ძლიერი ქართული სახელმწიფოს არსებობის წინაპირობაა.

– დარგობრივ ინფორმაციაზე თუ არსებობს მოთხოვნა და ასევე, თუ არსებობს ამ მოთხოვნის შესაბამისი მიწოდება? ანუ, რამდენადაა განვითარებული და ინტენსიური აგრობიზნესის მხრივ ინფორმაციის შემოდინება და მიწოდება?

– მოთხოვნა უდაოდ არსებობს, თუმცა, მიწოდება არ არის სათანადო. ამას თავისი ობიექტური და სუბიექტური მიზეზები აქვს. ავიღოთ ,მაგალითად სახელმძღვანელოები, მისი უმრავლესობა მოდის თავისი სტრუქტურით საბჭოთა კავშირიდან და, იმის მიუხედავად, ვინმემ სცადა და მიაბა თუ არა ის ფერმერულ მეურნებას, მოცემული ინფორმაცია ძალზედ სუსტია და ვერ აკმაყოფილებს დღევანდელ მოთხოვნილებებს.  შესაბამისად, ის იმ ცოდნაზეა მიბმული, რომელიც არ იძლევა იმის საშუალებას, რომ მეურნემ კონკრეტულ შეკითხვაზე, კონკრეტული პასუხი მიიღოს.  რა თქმა უნდა, არსებობს პროფესიული სახელმძღვანელოები, რომელიც მაქსიმალურად შეკრული, ორიენტირებულია მასზედ, რომ სტუდენტს მისცეს სისტემური ცოდნა და შეუქმნას მას ერთიანი წარმოდგენა დარგის შესახებ.

თუმცა იმისათვის , რომ ფერმერმა და, მით უმეტეს, გლეხური მეურნეობის პირობებში მეურნემ, ამ სახელმძღვანელოებიდან, ლექტორის და სემინარების გარეშე მისთვის საჭირო და საინტერესო ინფორმაცია ამოიღოს, მან ამისათვის უნდა წაიკითხოს ესა თუ ის სახელმძღვანელო, თავიდან ბოლომდე შეძლოს გაიგოს, გაიაზროს და შემდეგ იქიდან ამოიღოს ის, რაც მას კონკრეტულად სჭირდება, რაც პრაქტიკულად შეუძლებელად მიმაჩნია და უარყოფს ასეთ შემთხვევაში უნივერსიტეტის აზრს. პლატონთან შეხება კი, დამეთანხმებით, ყველასათვის საჭიროა. იმისათვის, რომ რაღაც მნიშნელოვანი გაიგო საჭიროა ის აგიხსნან. დამწყებ ფერმერს თუ მოქმედ მეურნეს კი სურს და ბუნებრივია, უნდა ჰქონდეს  შესაძლებლობა, სწრაფად და სარწმუნო წყაროდან მიიღოს მისთვის აუცილებელი,  კონკრეტული ინფორმაცია თვისი საქმიანობის შესახებ, თავისი ინტერესიდან გამომდინარე, რომლის მიღებასაც ის, ჯერჯერობით, სათანადოდ ვერ ახერხებს.

დღევანდლამდე არსებული აგრარული პოლიტიკა არ იძლეოდა საშუალებას დარგის განვითარებაზე  გვესაუბრა, მხოლოდ მისი გადარჩენისთვის მიდიოდა ფიქრი. თუმცა, დღეს ქვეყანაში მიმდინარე უპრეცედენტო აგრარული პროგრამები უკვე მოითხოვენ მნიშვნელოვან, სპეციალურ ინფორმაციულ უზრუნველყოფას და მის მიმართ მოთხოვნილება ბუნებრივად, საგრძნობლად გაიზარდა. სამწუხაროდ, წლების განმავლობაში, მიზანმიმართულად განადგურებულ დარგი და არსებული სიცარიელის ამოვსება ერთბაშად შეუძლებელია. თუმცა, ესეცრეალობაა,საინფორმაციო სივრცის გარეშე აგარარული რეფორმის საშუალო და გრძელვადიანი დადებითი ეფექტი ეჭვის ქვეშ დადგება. ამიტომაც კვალიფიციური და დღევანდელ რეალობაზე მორგებული საინფორმაციო სივრცე ცალსახად საჭიროა. ის ადგილზე გააძლიერებს მოთხოვნებს, გლეხური მეურნეობის ფერმერულ მეურნეობად გარდაქმნის კუთხით. დარგის განვითარება კი პირდაპირ აისახება სოფლის განვითარებაზე და იქ არასასოფლო სამეურნეო საქმიანობის გაძლიერებაზე.

შეუძლებელია ვინც კარგად არის დარგში ჩახედული არ დაინახოს, რომ სახელმწიფო აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით. მარტო სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის შექმნაა ამის დადასტურება. ამ ცენტრის შექმნის საფუძველი იყო „ქართუ ჯგუფის“  მიერ წილკნის, ახალქალაქის და ჯიღაურას ვაზისა და ხეხილის სადემონსტრაციო  მეურნეობის გადმოცემა, ამ უკანასკნელს მე „მიწიერ  სამოთხეს“ ვეძახი, ახლა სახელმწიფო, კერძოდ კი სამეცნიერო- კვლევითი ცენტრი, უკვე თავად აშენებს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში სადემონსტრაციო ნაკვეთებს, ლაბორატორიებს და ა.შ. და მეცნიერები ოთახში გამოკეტილ, ღირსებააყრილ, არავისთვის საჭირო ადამიანებად აღარ გრძნოებენ თავს, ისინი აკვირდებიან, იკვლევენ,  ჩართულები  არიან მეცნიერულ მუშაობაში, რის გარეშეც მომავალი ბუნდოვანი და უსახურია.  დაინტერესებულ პირებს სხვადასხვა დარგების მიმართულებით უფასოდ უტარებენ ტრენინგებს, აცნობენ ახალ ტექნოლოგიებს, მათ ხელთ არსებული კვლევების შედეგებს და ახალ მიდგომებს. თუმცა, მხოლოდ სახელმწიფოს, მეცენატებისა და დონორი ორგანიზაციების აქტიურობა, რომელთაც უდაოდ ბევრი კეთილი საქმე აქვთ ქვეყნისთვის გაკეთებული, მათი ამ კუთხით მუშაობა, არასაკმარისად მიმაჩნია  და, ჩემი აზრით, ბიზნეს სექტორი მეტად აქტიურად უნდა ჩაერთოს ამ პროცესში, დღეს კი ბიზნესის აქტიურობა ამ მიმართულებით საგრძნობლად დაბალია.

სამწუხაროდ, ბევრმა, დარწმუნებული ვარ, არც კი იცის, რომ ამგვარი საქმეები, რაც ზემოთ ჩამოვთვალე, რეალობაა და არაა გალამაზებული ინფორმაცია. მიზეზები კი, ჩემი აზრით, არის ის, რომ  არ არსებობს ერთიანი აგრარული საინფორმაციო პოლიტიკა. პრესის, რადიოს და ტელევიზიის მიმართულებით არსებული ინფორმაციები, გადაცემები, პროგრამები რბილად რომ ვთქვა, ვერ ასრულებენ სათანადოდ მათზე დაკისრებულ უმნიშვნელოვანეს სახელმწიფო ფუნქციას, მცირე გამონაკლისების გარდა. ამ მიმართლებით პრობლემები საკმარისზე მეტია. დარგში მიმდინარე დადებით ცვლილებებზე საუბარი მავანს არ სურს იმიტომ, რომ ამას პოლიტიკურ დივიდენდად განიხილავენ, თითქოს სოფელი და დარგი რომელიმე ადამიანს ან პარტიას ეკუთვნოდეს. მავანი კი საერთოდ უცოდინარია ამ დარგში და მისი ხედვები, მთლიანი სურათის ანალიზი, თუ ასეთი გაბედა და გააკეთა, ბუნებრივია ვერ არის და ვერც იქნება დამაკმაყოფილებელიც კი.

პრობლემას წარმოადგენს ასევე ჟურნალისტების და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტების დარგში საჭირო ცოდნის დაბალი დონე. ექვს თვეში კარგ პედაგოგდ შეუძლია  გასწავლოთ ჟურნალისტიკის და პიარ ტექნოლოგიის საფუძვლები, მაგრამ აგრონომიას ვერავინ გასწავლით. ამიტომაც, აუცილებელად მიმაჩნია უპირველეს ამოცანად აკადემიური და პროფესიული განათლების სისტემისათვის მეტი ყურადღების დათმობა. აუცილებელია არსებობდეს ერთიანი აგრარული საინფორმაციო პოლიტიკა და პროფესიონალი კადრებით ჩავანაცვლოთ დღეს არსებული კადრების უმრავლესობა, მაგ. მოვახდინოთ აგრარული განათლების მქონე ბაკალავრების და მაგისტრების ჟურნალისტიკაში და პიარ ტექნოლოგიებში გადამზადება და მათთვის აგრარული მიმართულებით ჟურნალისტიკაში ან აგრონომიაში საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტის განხირით დასაქმება და არა პირიქით, დავაბრალოთ ჟურნალისტებს აგროჟურნალისტობა და ა.შ. და ეს როცა შესაძლებელია ჰუმუსი მათ მხოლოდ საჭმელი ეგონოთ.

ერთი სიტყვით, გააზრებული სწორი პოლიტიკის არსებობით, დილეტანტების პროფესიონალებით ჩანაცვლებით,  ჩვენ, დარწმუნებული ვარ, საკმოდ მალე შეგვიძლია დავამარცხოთ არასახარბიელო საინფორმაციო პოლიტიკა, რომელიც აზარალებს სახელმწიფოს და არ აძლევს დარგს და ქართულ სოფელს განვითარების საშუალებას.

– ქართველი აგრომეწარმეები რამდენად იყენებენ პიარს, როგორც უპირატესობასა და წარმატების სტრატეგიას და, საერთოდ, მისი საჭიროება რამდენად აქვთ გაცნობიერებული ფერმერებს და კომპანიებს?

– მიუხედავად იმისა, რომ დღეს  შესაძლებელია კომპანიები, ბევრი მიზეზის გამო,  არსებული პიარ კამპანიების მომსახურეობას არ იყენებენ, მოთხოვნა აშკარად  არსებობს და ის აშკარად იზრდება. ყველა მეწარმე ხვდება, რომ სწორად გააზრებული პიარის  გარეშე ბიზნესის განვითარება შეუძებელია. ამ კუთხით განსაკუთრებულად იგრძნობა მეღვინეობაში დასაქმებული მეწარმეების აქტიურობა, თუმცა, ვფიქრობ, რომ ყველას აქვს გაცნობიერებული ეს აუცილებლობა და, დარწმუნებული ვარ, აგროსექტორი მალე ამ მიმართულებითაც სხვა საფეხურზე გადავა.

– რა ღონისძიებების გატარება შეიძლება როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორის მხრიდან, პიარისა და ინფორმაციის როლის ზრდისთვის აგრობიზნესში?

– აგრარული სექტორის განვითარებაში სასხელმწიფოს უდიდესი როლი აქვს, მის გარეშე შეუძლებელია მომავალზე საუბარი. მხოლოდ სახელმწიფოს ხელ ეწიფება მოახდინოს კადასტრი, ბონიტირება, მიწათმოწყობის პროფესიონალი კადრების მეშვეობით დაგეგმოს მთელი ქვეყნის აგრარული პოლიტიკა. მხოლოდ მას შეუძლია    მეცნიერულად დადასტურებული, კომპეტენტური ინფორმაციის ერთ სივრცეში იმ მაშტაბით უზრუნველყოფა, რომ შემდეგში კერძო ბიზნესმა უკვე სათანადოდ უზრუველყოს ამ მასალის ფართო და მიზნობრივ აუდიტორიებთან ეფექტურად მიწოდება.

დღეს აქტიურ ფაზაშია შესული ფერმერთა პორტალზე მუშაობა, რომელიც ერთ სივრცეში მოაქცევს სახელმწიფოს ხელთ არსებულ გაკრვეულ ინფორმაციას, რომელიც ადაპტირებული სახით იქნება წარმოდგენილი როგორც გლეხურ მეურნეობაში დასაქმებული მეურნეებისთვის, ასევე ფერმერებისთვის და მსხვილი კომპანიებისთვის, რომლებიც აგრო სექტორში მოღვაწეობენ.  ჩვენ აღარ ვართ ის ქვეყანა, რომ  გაკეთებულ საქმედ ჩავთვალოთ  წლების განმავლობაში განიავებული ფინანსური რესურსი ბროშურებსა და ლამაზად დაბეჭდილ აგროკალენდრებში, ჩვენ  გვჭირდება წვდომა რეალურ ცოდნაზე, გვჭირდება აკადემიური განათლება, გვჭირდება  ქართულად ადაპტირებული თანამედროვე ლიტერატურა, გვჭირდება აგრარული ბიბლიოთეკა, სადაც ყველას ექნება საშუალება მოიძოს მისთვის საჭირო ინფორმაცია და, როგორც ზემოდ აღვნიშნე, აუცილებლად  გვჭირდება ერთიანი აგრარული საინფორმაციო პოლიტიკა, რათა სწორად მოვახდინოთ სოფლის მეურნეობაში ჩართული ჩვენი მოქალაქეების მოტივაცია და მათი სტიმულირება.

ჟურნალისტი: მარიამ ტაკაშვილი
თბილისი, 2016 

თქვენი რეკლამა