„კარტლისი“ და „ბაზისბანკი“ აგროსექტორის მხარდაჭერის კამპანიას განაგრძობენ

აგროსესხი

კარტლის აგროსისტემები უკვე 22 წელია მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და მომხმარებელს მცენარეთა დაცვის საშუალებების, სასუქების, სათესლე მასალისა და სარწყავი სისტემების ფართო ასორტიმენტს სთავაზობს.

კომპანიამ ათასობით მომხმარებლის ნდობა მოიპოვა, პროფესიონალ ფერმერებში კომპანიის სახელი ასოცირდება ცოდნასთან, ხარისხთან და გამოცდილებასთან.

„კარტლისი“ მუდმივად ცდილობს დანერგოს თანამედროვე ტექნოლოგიები, დაეხმაროს ფერმერებს პროფესიული ცოდნის გაღრმავებაში „კარტლისის აკადემიის“ სახით და ასევე ეხმარება მათ დაფინანსების წყაროების მოპოვებაში.

უკვე 2 წელია კომპანია კარტლისი „ბაზის ბანკთან“ ერთად ახორციელებს ფერმერების მხარდამჭერ უპრეცედენტო პროექტს: კომპანია კარტლისის პროდუქციის (მცენარეთა დაცვის საშუალებები, სათესლე მასალა, სარწყავი სისტემები, სასუქები და სხვა) მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა მიიღონ პროდუქცია 6 თვიანი 0%-იანი განვადებით.

6 თვის შემდეგ შესაძლებელია განვადების გაგრძელება წლიური ეფექტური 2.3%-იდან. ხელმისაწვდომი სესხის თანხა – 500.000 ლარამდე. სესხის განაცხადის გასაფორმებლად „ბაზის ბანკის“ თანამშრომლები მოგემსახურებიან თქვენთან ადგილზე მისვლით.

აგრო სესხი მოქმედებს პროდუქციის სრულ ასორტიმენტზე. „კარტლისი“ არის კომპანია, რომელიც ყოველთვის ზრუნავს  თავის მომხმარებელზე!

განაცხადის დაფიქსირება შესაძლებელია კომპანია კარტლისის ოფისში სატელეფონო ზარის მეშვეობით ტელ: 599801135 ან ელ.ფოსტით info@cartlis.ge.

ინფორმაცია მოგვაწოდა კომპანია კარტლისმა http://www.cartlis.ge/

*რედაქციას არ აქვს კავშირი, აღნიშნულ განცხადებასთან.
ისარგებლეთ მითითებული კონტაქტებით.

თქვენი რეკლამა