მრავალი წლის განმავლობაში ადამიანებმა თავიანთი მიზნებისთვის ქათმის სხვადასხვა ჯიში გამოიყვანეს. შედეგად, თანამედროვე ჯიშების სპექტრი საკმაოდ გაფართოვდა. ჯიშები ერთმანეთისგან გასნხვავდებიან, რაც დამოკიდებულია იმ ნიშან-თვისებებზე, რისთვისაც ისინი გამოიყვანეს.
შინაურ ფრინველთა უდიდესი მრავალფეროვნება მეფრინველეებს უამრავ შესაძლებლობას აძლევს – მათ სურვილზეა დამოკიდებული, რამდენი ფრთა ფრინველი ეყოლებათ, რა ჯიშებს მიანიჭებენ უპირეტესობას, როგორ დააბინავებენ და გამოკვებავენ.
ფრინველების მოშენებისა და მოვლისათვის ყველაზე კარგ სამსახურს ფერმერებს გაუწევთ წყარო, რომელიც აუხსნით: რა სჭირდებათ ფრინველებს და რით უნდა უზრუნველყონ ისინი.
გამომცემლობა „პალიტრა L-მა“ გადაწყვიტა, გამოსცეს სპეციალურად ფერმერებისთვის შექმნილი ლიტერატურა, წიგნების სერია: მეფრინველეობა, მესაქონლეობა, მეღორეობა, მეფუტკრეობა და ა.შ.
სერიის პირველი წიგნია „მეფრინველეობა“, რომელიც პირველი თანამედროვე გამოცემაა ქართულ ენაზე მეფრინველეობის დარგში და სრულად მოიცავს ინფორმაციას ქათმის ჯიშების, მოშენების, მოვლისა და ორგანული პროდუქტის მიღების შესახებ.
გეილ დეიმროუს ეს სახელმძღვანელო არის ერთგვარი გზამკვლევი როგორც დამწყები, ასევე გამოცდილი მეფრინველეებისათვის, ვინაიდან, აქ დეტალურადაა წარმოდგენილი ჯიშის შერჩევა, შინაური ფრინველების ქცევა – მათი ენა და იერარქია, როგორი უნდა იყოს მათი თავშესაფარი, როგორ უნდა შეირჩეს და მიეწოდოთ საკვები და წყალი, როგორ დავიცვათ სხვადასხვა პარაზიტებისაგან თუ დაავადებებისაგან, როგორ მოქმედებს მათზე ამინდი, როგორ უნდა გაიწმინდოს საქათმე, როგორი უნდა იყოს მათთვის საარსებო გარემო და სხვა.
ეს გამოცემა, რომელიც მეფრინველეებისათვის დამხმარე სახელმძღვანელო გახდება, მოიცავს ისეთ ინფრომაციასაც, როგორიცაა კვერცხის ხარისხი, საკვები ვარგისიანობა, წიწილების, მეკვერცხული და მეხორცული ჯიშების მოვლა და ა.შ.
მნიშვნელოვანია, რომ წიგნში წარმოდგენილია ილუსტრაციები და ფოტოსურათები, რომლებიც მკითხველს ინფორმაციის აღქმას გაუმარტივებს. ასევე, წიგნს თან ერთვის ლექსიკონი და საძიებელი, რაც გაცნობის პროცესს, რასაკვირველია, ბევრად უფრო მოსახერხებელს ხდის.
აღნიშნული წიგნის დახმარებით, ფერმერები ადვილად შეძლებენ თავიანთი ფრინველების ჯანმრთელად და უსაფრთხოდ შენახვას. რაც მთავარია, ნებისმიერი თემა დაწერილია პოპულარული ენით, გასაგებად და ზედმიწევნით.
იკითხეთ „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში. ასევე, შეძენა შესაძლებელია ონლაინ მაღაზიაში agroonline.ge ან ადგილზე – ქარვასლა (დადიანის #7, მე-4 სართული).