საქართველოდან 4 466 ტონა თხილია ექსპორტირებული

66 Views

24 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტირებულია 4, 466 ტონა თხილი, რაც 74% -ით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდს.

ქართული თხილის საექსპორტო ბაზრებს ძირითადად ევროკავშირის ქვეყნები წარმოადგენს და საექსპორტო მონაცემები ასე გამოიყურება: გერმანია (1392,9 ტონა), იტალია(808,8 ტონა), ჩეხეთი (280,3 ტონა), ესპანეთი (165 ტონა), პოლონეთი (192 ტონა), საფრანგეთი (125 ტონა), ლიეტუვა (143.7 ტონა), საბერძნეთი (34,7 ტონა), ავსტრია (22 ტონა), ესტონეთი (22 ტონა) და ლატვია (21 ტონა).

ქართული თხილი ექსპორტზე გადის ასევე შემდეგ ქვეყნებში: სომხეთი (255,8 ტონა), რუსეთი (268.0 ტონა), უკრაინა (83,7 ტონა), ბელარუსი (102.5 ტონა), ბრაზილია (74,0 ტონა), მექსიკა (53,0 ტონა) და დიდი ბრიტანეთი (22 ტონა).

წელს თხილის დაბინავების პროცესში ჩართულია 30-ზე მეტი საწარმო.

სახელმწიფო სტრატეგიით, შესაბამისი სამსახურებისა და ფერმერების მიერ ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის მასშტაბურმა ღონისძიებებმა შედეგი გამოიღო; 2020 წელს მაღალი ხარისხის თხილის საპროგნოზო მოსავალი 50 ათასი ტონაა.

კორონავირუსის პანდემიით შექმნილი ვითარების მიუხედავად, ექსპორტიორებთან და თხილის მწარმოებელთა ასოციაციებთან აქტიური მუშაობის შედეგად, საექსპორტო ბაზრებზე ხარისხიანი პროდუქციის მიწოდება ორგანიზებულად მიმდინარეობს.

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
სამაცივრე აგრეგატები
ბიომიქსი – ბიოაგრო
თქვენი სარეკლამო ბანერი
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
აგრარული, საქართველო
რეკლამა – აგროკავკასია
აგროკავკასია, რეკლამა
აგროკავკასია FB