ფრანგული კომპანია Pellenc-ის პირველი ვენახის კომბაინი საქართველოში!

ვენახის, კომბაინი, აგროსფერო, რთველი

კომპანია პელენკი 50 წლის წინ დაარსდა, ხოლო პირველი ვენახის კომბაინი შექმნა 1994-1995 წლებში, ამ ეტაპზე Pellenc-ის ასორტიმენტი მოიცავს როგორც თვითმავალ, ასევე მისაბმელ კომბაინებს, ისეთს რომელსაც ვიდეოში იხილავთ.

Pellenc-ის პირველი ვენახის კომბაინი მეღვინეობა ხარებას ვენახებში წარმატებით იღებს საფერავის მოსავალს. Pellenc Grapes’ Line 60 მისაბმელი კომბაინების უახლესი მოდელია, სადაც თავს იყრის კომპანია პელენკის დაგროვილი გამოცდილება, საუკეთესო ხარისხი და წარმადობა: მოსავლის აღება შესაძლებელია 5 კმ/სთ-მდე სიჩქარით მოძრაობისას, კომბაინი აღჭურვილია მოსავლის ჩასაყრელი 2 ბუნკერით და თითოეულის მოცულობა 1800 ლიტრია.

ვენახის კომბაინს ასევე გააჩნია ბევრი ავტომატური ფუნქცია, რაც ძალიან აადვილებს მის მართვას. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ტრანსმისიის შესახებ, რომლის საშუალებითაც კომბაინი ეხმარება ტრაქტორს დაღმართში და აღმართზე ადვილად გადაადგილებაში, შესაბამისად მისი გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერი ტიპის და რელიეფის ვენახში.

ვენახის კომბაინის ექსპლუატაციაში გაშვებასთან დაკავშირებით, საქართველოში იმყოფებოდა Pellenc-ის სპეციალისტი საფრანგეთიდან, რომელმაც ტექნიკის ოპერატორებისთვის ასევე ჩაატარა კომბაინის გამოყენებასთან დაკავშირებული თეორიული და პრაქტიკული ტრენინგები.

სტატია მოგვაწოდა კომპანიამ „აგროსფერო“.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ კომპნაიის ვებგვერდს: https://agrosphere.ge/

თქვენი რეკლამა